რუსთავში BMW-ს ცეცხლი წაეკიდა: მანქანის გადარჩენა ვერ მოხერხდა - ვიდეო

60
რუსთავში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა და მანქანა სრულად განადგურდა. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

ქალაქ რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. მეხანძრეები და მაშველები ოპერატიულად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მანქანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მძღოლი არ დაშავებულა. მისი თქმით, აალების მიზეზი მოუწესიგებელი სადენი იყო.

60

„ჩემპი“ აღარ არის: ჯო ბაიდენმა აშშ-ის „პირველი ძაღლის“ სიკვდილი გამოაცხადა - ვიდეო

25
(განახლებულია 00:43 21.06.2021)
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავიანთი გერმანული ნაგაზის, ჩემპის სიკვდილის შესახებ გაავრცელეს განცხადება.

ჩემპი 2008 წელს აჩუქეს ჯო ბაიდენს, როდესაც ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ნაგაზი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბაიდენებთან და მათ მძიმედ განიცადეს ძაღლის სიკვდილი.

„ჩვენმა ოჯახმა დღეს  მოსიყვარულე თანამგზავრი, ჩემპი დაკარგა. ის ჩვენ გვერდით იყო ყველაზე სასიხარულო მომენტებში და მწუხარე დღეებშიც. ის გრძნობდა ყველაფერს — ჩვენს ყველა ემოციას. ჩვენ გვიყვარს ჩენი ბიჭი და ყოველთვის მოგვენატრება იგი“, — ნათქვამია ჯო და მელინდა ბაიდენების ერთობლივ განცხადებაში.

​როგორც პრეზიდენტი და პირველი ლედი წერენ, ჩემპი უკვე დაუძლურებული იყო, თუმცა ყოველთვის დგებოდა და კუდის ქიცინით ეგებებოდა მათ, როდესაც ისინი ოთახში შედიოდნენ.

25

დათვმა ქალაქის ქუჩებში ოთხი ადამიანი დატორა - თვითმხილველის ვიდეო

50
(განახლებულია 11:53 20.06.2021)
იაპონიის ქალაქ საპოროში ტყიდან გამოსული დათვი ქუჩებში დარბოდა და ადამიანებს ესხმოდა თავს. იხილეთ ადგილობრივი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო

საპოროს პოლიციამ დილაადრიან მიიღო შეტყობინება დათვის გამოჩენის შესახებ და მაშინვე გააფრთხილა ამის თაობაზე მოსახლეობა.

ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაიღეს, როგორ დატორა ნადირმა რამდენიმე ადამიანი — სამი მამაკაცი და ერთი ქალი. აქედან ორ მამაკაცს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. შემდეგ დათვმა ტრასა გადაჭრა და ტყეს შეაფარა თავი.  

საბოლოოდ დათვი მონადირეებმა მოკლეს საპოროს აეროპორტის მახლობლად, სადაც ფრენები რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. მონადირეები და მაშველები ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდა, 5-6 წლის დათვი შეიძლებოდა ასაფრენ ზოლზე გამოჩენილიყო.

მათი აზრით, ნადირი ნარჩენების სუნმა გამოიტყუა ტყიდან.

50
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში წინსვლას აგრძელებს

0
(განახლებულია 12:28 21.06.2021)
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2021 წელს რეიტინგში 12 საფეხურით დაწინაურდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 577 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik.  ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ ATP-ის რეიტინგში დაწინაურდა, განახლებული რეიტინგი ATP-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პირველი ჩოგანი გერმანულ ტურნემდე 30-ე პოზიციას იკავებდა, ხოლო ჰალეში გამართული ნახევარფინალური ეტაპის შემდეგ მან 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ბასილაშვილი რუს კარენ ხაჩანოვსა 20 სარეიტინგო ქულით უსწრებს, ხოლო იტალიელ ლორენცო სონეგოს 57 ქულით ჩამორჩება.

ბასილაშვილმა გერმანიაში ტურნირის  ნახევარფინალური ეტაპი რუს ჩოგბურთელ ანდრეი რუბლიოვთან სამ სეტში, ანგარიშით 1:6, 6:3, 3:6 დათმო. აღსანიშნავია, რომ 23 წლის რუსი სპორტსმენი რეიტინგში მე-7 პოზიციას იკავებს. ნიკოლოზმა ჰალეში ნაჩვენები შედეგით 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათასამდე ევრო გამოიმუშავა.

მიმდინარე სეზონი ქართველი სპორტსმენისთვის ერთ-ერთი გამორჩეულია. ბასილაშვილზე 2021 წელი ATP რეიტინგში მე-40 პოზიციით დაიწყო და ჯამში 12 საფეხურით დაწინაურდა. მიმდინარე წელს ბასილაშვილმა  ორი 250-ქულიანი ტურნირის მოგება შეძლო (დოჰა და კატარი), ასევე ჰალეს ტურნირამდე მან ნახევარფინალში იასპარეზა იტალიის ქალაქ კალიარიში გამართულ ჩემპიონატზე.

განახლებული რეიტინგის მიხედვით, ATP-ის პირველ სამეულში ცვლილება არ მომხდარა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელსაც უკან რუსი დანიილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი მოჰყვებიან.

0
თემები:
სპორტის ამბები