საქართველოს ბიზანტიური მემკვიდრეობა: განახლებული პეტრა - ვიდეო

გამოწერა
უძველესი ბიზანტიური ციხესიმაგრის, პეტრას ნანგრევები ახალ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, როგორ გამოიყურება განახლებული პეტრა

პეტრა – ისტორიული ლაზიკის ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი. VI-IX სს ბიზანტიურ საისტორიო წყაროების მიხედვით, ლაზიკის სამხრეთ საზღვარზე, ზღვასთან, უმნიშვნელო დაბის ადგილას, იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, გაშენდა ქალაქი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ბიზანტია-ირანს შორის ლაზიკისათვის წარმოებული ომის დროს.

კლდოვან ადგილას გაშენებულ ქალაქს პეტრა უწოდეს, რაც ბერძნულად „კლდეს, ქვას“ ნიშნავს. VI-IX სს პეტრა იხსენიება როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში შემავალი ლაზიკის სამეფოს ერთ-ერთი ეპარქიის ცენტრი.


წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური აღმოჩენები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პეტრა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლებული პუნქტი იყო, ხოლო ადრებიზანტიურ ხანაში იგი მსოფლიო მოვლენების ცენტრში აღმოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0