ნაკრძალიდან გაქცეული სპილოების ჯოგი ქალაქის ქუჩებში სეირნობს – ვიდეო

გამოწერა
ჩინეთის ნაკრძალიდან გაქცეულმა სპილოების ჯოგმა „მძიმე კვალი“ დატოვა გავლილ ტერიტორიაზე. იხილეთ ვიდეო, როგორ „მოგზაურობენ“ სპილოები ქვეყანაში.

როგორც ირკვევა, 15 სპილოსგან შემდგარი ჯოგი ჯერ კიდევ აპრილში გაიქცა პროვინცია იუნინანის ბუნებრივი ნაკრძალიდან და 500-კილომეტრიანი ნგრევა დატოვა კვალად.

ამ ხნის განმავლობაში მათ გაანადგურეს დაახლოებით 56 ჰექტარი ნათესი, რამაც 6,8 მლნ იუანის ზარალი გამოიწვია. ბოლო კვირის განმავლობაში ცხოველებმა დააშრეს წყლის რეზერვუარი, გათელეს და შეჭამეს სიმინდის ყანა, დაანგრიეს ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ბეღლები.

ამ დროისათვის ჯოგი ქალაქ კუნმინში იმყოფება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ასობით კაცია მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0