როგორც GTA: შეიარაღებულმა ბავშვებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს ოპერაციის ვიდეო

51
(განახლებულია 18:06 03.06.2021)
ფლორიდაში 14 წლის გოგონამ და 12 წლის ბიჭმა მოპარული იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, საპასუხო სროლით გოგონა მძიმედ დაიჭრა. იხილეთ ოპერაციის ვიდეოკადრები.

ცნობილი ხდება, რომ ბავშვები მინდობით აღმზრდელი ოჯახიდან გაიქცნენ და უცხო სახლში შეაღწიეს, სადაც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. 

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სახლში უკანონოდ შეღწევის შესახებ სიგნალიზაციის პულტზე შეტყობინება მიიღო. სამწუხაროდ, ბავშვებთან მშვიდობიანად ჩაბარებაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა – არასრულწლოვნებმა ცეცხლი გახსნეს.

როგორც მოგვიანებით დაკავებულმა 12 წლის ბიჭმა განაცხადა, ისინი კომპიუტერული თამაშის GTA-ს მიხედვით მოქმედებდნენ.

51

ჩინეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ერთ დღე-ღამეში აშენებენ - ვიდეო

34
ჩინეთში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 28 საათსა და 45 წუთში ააშენა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახლი ასაწყობი კონსტრუქციების სისტემის Living Building გამოყენებით აშენდა.

ეს სისტემა გამოირჩევა იმით, რომ თითოეული სამშენებლო მოდული საკეცილ მდგომარეობაში სატრანსპორტო კონტეინერის ზომისაა, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მოდული შედგება უჟანგავი მეტალისგან, იზოლაციისგან, შუშის, ელექტრონული და სავენტილაციო სისტემებისგან. შენობის ასაგებად კომპანია იყენებდა მშენებლების პატარა მცირერიცხოვან ბრიგადას და სამ ამწეს.

34

მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და... გაიქცა: თვითმხილველის ვიდეო

141
(განახლებულია 10:44 19.06.2021)
კორპუსის მეოთხე სართულზე, დახურული ფანჯრის კარნიზზე მდგომი შავსამოსიანი მამაკაცი მეზობელმა დაინახა და კამერა მოიმარჯვა. იხილეთ თავგანწირული გაქცევის ამსახველი ვიდეო

მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და გაიქცა. შემთხვევა, რომელიც თვითმხილველმა აღბეჭდა ვიდეოკამერაზე, უკრაინის ქალაქ კოველში მოხდა.

კადრებზე ჩანს, როგორ ცდილობს ფანჯარაზე გარედან ჩამოკიდებული მამაკაცი უსაფრთხოდ დააღწიოს თავი სხვა მამაკაცს, რომელიც ხელებში სწვდება მას. როგორც ჩანს, ბინაში მყოფს სურდა, უკან შეეთრია ასე უჩვეულო გზით გაქცევის მსურველი.

თუმცა თავგანწირულმა უცნობმა, რომელიც, თვითმხილველების აზრით, უიღბლო მძარცველი იყო, მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა ბინის სავარაუდო პატრონს - ის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და კოჭლობით სცადა მიმალვა.

141
საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

საქართველოში ლტოლვილთა მსოფლიო დღე სოლიდარობის მარშით აღნიშნეს

0
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 20 ივნისს აღინიშნება, თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება Sputnik-კორესპონდენტი.

მარშში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„მადლობა, რომ აქ ხართ და გვიერთდებით მსოფლიოს ლტოლვილთა დღის აღნიშვნაში. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი კონფლიქტებისა და ომების გამო. გასულ წელს ასეთ მდგომარეობაში 80 მილიონზე მეტი ადამიანი იყო. თითოეულ ადამიანს თავისი ისტორია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სოლიდარობა ვაჩვენოთ“, - განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ.

შეკრებილებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრია იძულებით გადაადგილებული ოჯახი.

„ჩვენი ვალია, ყოველთვის შევეცადოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, გვერდში დავუდგეთ და გავუადვილოთ მათ ცხოვრება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ლტოლვილთა მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააწესა.

ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.

2021 წელს ლტოლვილთა მსოფლიო დრე ინკლუზიის ძალას მიეძღვნა.

ამ დღე გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.

0