მამა კმაყოფილია: კირკოროვის შვილები ულამაზეს კლიპში გადაიღეს

62
(განახლებულია 13:17 02.06.2021)
ცნობილი რუსი მომღერლის, ფილიპ კირკოროვის შვილები, რომლებიც მას სუროგატი დედისგან შეეძინა, Like Nastya−ს კლიპში გადაიღეს. ნახეთ როგორ იპყრობს შოუბიზნესს და−ძმა

ფილიპ კირკოროვის შვილები ცნობილი საბავშო იუთუბ−ბლოგერის, Like Nastya−ს კლიპში გადაიღეს, რომელსაც 70 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

შვილების წარმატებით ამაყმა მამამ კლიპი საკუთარ Instagram−ზეც გამოაქვეყნა და ყველა ბავშვს ბედნიერება უსურვა. მან ასევე მოუწოდა პატარებს, სწამდეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები სრულდება.

ამ დროსათვის კლიპს, რომელიც გუშინ, 1 ივნისს აიტვირთა YouTube-ზე, უკვე ორ მილიონზე მეტი (2,450,005) ნახვა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფილიპ კირკოროვს ორივე შვილი სუროგატი დედისგან ჰყავს. ბავშვებს ის ძიძებთან ერთად ზრდის. 

62
თემები:
ეს უცნაური რუსეთი (95)

„ჩემპი“ აღარ არის: ჯო ბაიდენმა აშშ-ის „პირველი ძაღლის“ სიკვდილი გამოაცხადა ვიდეო

27
(განახლებულია 14:09 21.06.2021)
აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავიანთი გერმანული ნაგაზის „ჩემპის“ სიკვდილის შესახებ გაავრცელეს განცხადება.

„ჩემპი“ ჯო ბაიდენს 2008 წელს აჩუქეს, როდესაც ის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ნაგაზი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ბაიდენებთან და მათ მძიმედ განიცადეს ძაღლის სიკვდილი.

„ჩვენმა ოჯახმა დღეს მოსიყვარულე თანამგზავრი, „ჩემპი“ დაკარგა. ის ჩვენ გვერდით იყო ყველაზე სასიხარულო მომენტებში და მწუხარე დღეებშიც. ის გრძნობდა ყველაფერს — ჩვენს ყველა ემოციას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ბიჭი და ყოველთვის მოგვენატრება ის“, — ნათქვამია ჯო და მელინდა ბაიდენების ერთობლივ განცხადებაში.

​როგორც პრეზიდენტი და პირველი ლედი წერენ, „ჩემპი“ უკვე დაუძლურებული იყო, თუმცა ყოველთვის დგებოდა და კუდის ქიცინით ეგებებოდა მათ, როდესაც ისინი ოთახში შედიოდნენ.

27

დათვმა ქალაქის ქუჩებში ოთხი ადამიანი დატორა - თვითმხილველის ვიდეო

51
(განახლებულია 11:53 20.06.2021)
იაპონიის ქალაქ საპოროში ტყიდან გამოსული დათვი ქუჩებში დარბოდა და ადამიანებს ესხმოდა თავს. იხილეთ ადგილობრივი ტელეჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეო

საპოროს პოლიციამ დილაადრიან მიიღო შეტყობინება დათვის გამოჩენის შესახებ და მაშინვე გააფრთხილა ამის თაობაზე მოსახლეობა.

ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაიღეს, როგორ დატორა ნადირმა რამდენიმე ადამიანი — სამი მამაკაცი და ერთი ქალი. აქედან ორ მამაკაცს ნეკნები აქვთ ჩამტვრეული. შემდეგ დათვმა ტრასა გადაჭრა და ტყეს შეაფარა თავი.  

საბოლოოდ დათვი მონადირეებმა მოკლეს საპოროს აეროპორტის მახლობლად, სადაც ფრენები რამდენიმე საათით იყო შეჩერებული. მონადირეები და მაშველები ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდა, 5-6 წლის დათვი შეიძლებოდა ასაფრენ ზოლზე გამოჩენილიყო.

მათი აზრით, ნადირი ნარჩენების სუნმა გამოიტყუა ტყიდან.

51
ხაჭოს დესერტი

იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

0
(განახლებულია 13:49 21.06.2021)
არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია - რატომ და რა პროდუქტებია ეს, სპეციალისტი განმარტავს

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ , რასთან შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე  ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ, ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, სჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახადოს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებებლია. შესაბამისად, შედაეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − ეს სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორილად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერიოლობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალსტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!
0
თემები:
ექიმი გირჩევთ