ბათუმში აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი შემოვიდა – ვიდეო

გამოწერა
ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი USCGC HAMILTON შემოვიდა. იხილეთ ვიდეო, როგორ დახვდნენ ხომალდს ოფიციალური პირები.

ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ.

USCGC HAMILTON-ს, რომელიც ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნავსადგურში შემოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდისა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირეს" მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

ყველა ახალი ამბავი
0