პეპლის ფრთებს რიცხვი „88“ ამშვენებს – უჩვეულო მწერის ვიდეო

გამოწერა
ველური ბუნების ფოტოგრაფმა ტომას მარენტუმ გადაიღო იშვიათი პეპელა, რომელსაც ფრთებზე რიცხვი „88“ აწერია.

აღსანიშნავია, რომ პეპლების ამ სახეობას „კალიკორა“ ჰქვია. ფოტოგრაფმა კადრები კოლუმბიაში, რიო-კლაროს ნაკრძალში გადაიღო.

კალიკორები ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ. კოლუმბიის გარდა ისინი გავრცელებული არიან ბოლივიაში, პერუში, ეკვადორსა და ვენესუელაში. მათ ფრთებზე გამოსახული ნახატი ხშირ შემთხვევაში რიცხვ „89“-ს ჰგავს ხოლმე, ხოლო „88“ გაცილებით იშვიათია.

ყველა ახალი ამბავი
0