ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - ვიდეო

125
ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს ასცდა

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია „საქართველოს რკინიგზამ“ გაავრცელა.

კომპანიამ მარელისში დამატებითი მატარებელი გაგზავნა. „საქართველოს რკინიგზამ“ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიში მოუხადა.

125

პროტესტი და ცრემლსადენი გაზი: ანტისამთავრობო აქციები კოლუმბიაში

8
(განახლებულია 19:58 06.05.2021)
კოლუმბიაში პოლიციამ ანტისამთავრობო რვადღიან მიტინგებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაღუპულები.

მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც საგადასახადო რეფორმების გამო დაიწყო, შემდეგ უფრო ფართო პრობლემების – კორუფციის, უმუშევრობის და უთანასწორობის წინააღმდეგ გაგრძელდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრაციებზე მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

8

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს ვიდეო

9
(განახლებულია 15:31 06.05.2021)
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

მათი განცხადებით, რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ. საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ.

გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ჩინური კომპანია „ჰუნანის“ გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის წარმომადგენლები საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირას ითხოვენ.

9
ვაქცინა Sinovac-ი

აშშ მხარს უჭერს: კოვიდვაქცინებზე პატენტები შესაძლოა დროებით გაუქმდეს

0
(განახლებულია 20:06 06.05.2021)
პატენტებზე უარის თქმა საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. აშშ−ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, დროებით შეჩერდეს COVID−19−ის ვაქცინებზე საპატენტო უფლებები, იუწყება CNBC აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელ კეტრინ ტაისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებებზე დაყრდნობით.  

მანამდე კოვიდვაქცინების საპატენტო უფლებების დროებით გაუქმების აუცილებლობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ვმო) განაცხადეს. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა მაღალი შეფასება მისცა ჯო ბაიდენის ადინისტრაციის მხარდაჭერას ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით აშშ თავის ლიდერობას ადასტურებს ჯანდაცვის გლობალური პრობლემების გადაჭრაში.

ვმო−ს ლიდერებმა მოუწოდეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, კვირის ბოლომდე აცნობონ ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების წესების დროებით შესუსტებაზე შეთანხმების დეტალები. მათი თქმით, სამხრეთ აფრიკისა და ინდოეთის მიერ შეთავაზებული ინიციატივა საპატენტო დაცვაზე უარის თქმის შესახებ, დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს, გაზარდონ ვაქცინების წარმოება.

როგორც აშშ−ის სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი აცხადებს, „COVID−19−ის პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა საგანგებო ზომებს მოითხოვს.

 „ადმინისტრაციას მტკიცედ სჯერა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაცული უნდა იყოს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ პანდემიას ბოლო მოეღოს, მხარს ვუჭერთ COVID-19−ის ვაქცინებზე ამ დაცვის გაუქმებას“, — განაცხადა ტაიმ.

როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში არსებულმა ანონიმმა წყარომ განაცხადა, ვმო−ში აღნიშნული საკითხის განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, მისი წევრი 164−ვე ქვეყნის თანხმობა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კოვიდვაქცინებზე პატენეტების დროებით გაუქმებას აშშ−ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი, ვაქცინების მწარმოებელი მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების, მათ შორის — Moderna−ს, BioNTech−სა და Pfizer−ის აქციები მკვეთრად დაეცა.

თეორიულად პატენტებზე უარის თქმა, საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფარმაკომპანიას, აწარმოოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის ზუსტი ასლი ისე, რომ სასამართლო დავების შიში არ ჰქონდეს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის გამო.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა