ქათმის „ჩაქინძული“ ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა
„Sputnik-საქართველო" სააღდგომოდ გთავაზობთ ქათმის „ჩაქინძულის" რეცეპტს ნათია მონტგომერისგან. იხილეთ ამ კერძის მომზადების ვიდეოგაკვეთილი.

დაგჭირდებათ: ქათამი — საშუალო ზომის, უცხო სუნელი, მარილი, კარაქი 1 ს/კ, ქინძი — 200 გ, ნიორი — 4-6 კბილი, მარილი — ½ ჩ/კ, ძმარი — 1 ს/კ, წყალი — 500 გ.

გასუფთავებულ ქათამს მოაყარეთ მარილი და უცხო სუნელი, წაუსვით კარაქი და შეწვით ჰაერღუმელში 190 გრადუსზე. შეწვის დრო ქათმის წონაზეა დამოკიდებული. დანაყეთ ქინძი, ნიორი და მარილი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, ჩაასხით ძმარი და წყალი.

შემწვარი ქათამი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ ტაფაზე ან კეცზე. მოასხით ღუმელში შეწვის დროს მონარჩენი ცხიმი და შეზავებული ქინძის წვენი. წამოადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.

„ჩაქინძული“ მზად არის. განსაკუთრებით გემრიელია თონის პურთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0