(1:49 / 15.00Mb / просмотров видео: 364)

ქართული სააღდგომო სუფრის მშვენება ჩაქაფულის ვიდეო-რეცეპტი

148
(განახლებულია 19:55 30.04.2021)
"Sputnik-საქართველო" და ნათია მონტგომერი ქართული სამზარეულოს ტრადიციული საგაზაფხულო კერძის – ხბოს ჩაქაფულის რეცეპტს გიზიარებთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ხბოს ხორცი 1 კგ, ტარხუნა 200 გ, ქინძი 150 გ, ოხრახუში 100 გ, ნიახური 50 გ, მწვანე ხახვი 150 გ, ნიორი 100 გ, ტყემალი ან ალუჩა 100-200 გ, წითელი წიწაკა დაღერღილი, შავი პილპილი, ზეთი 3 ს/კ, თეთრი ღვინო 1 ჭიქა, წყალი 2 ჭიქა, მარილი გემოვნებით.

მომზადება: დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად ხორცი, ჩაალაგეთ ნაწილი ქვაბში ერთ ფენად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველა ჩამოთვლილი მწვანილი, ტყემალი, ნიორი, წიწაკა და შავი პილპილი, შემდეგ კვლავ დააწყვეთ მეორე ფენად ხორცი და კვლავ იგივე თანამიმდევრობით მწვანილი და დანარჩენი ინგრედიენტები. დაამატეთ ზეთი, ღვინო და წყალი და ხარშეთ 2 საათის განმავლობაში.

როცა ხორცი ძალიან კარგად მოიხარშება, თქვენი კერძი მზადაა. შეაზავეთ მარილით და გემრიელად მიირთვით!

148

პროტესტი და ცრემლსადენი გაზი: ანტისამთავრობო აქციები კოლუმბიაში

8
(განახლებულია 19:58 06.05.2021)
კოლუმბიაში პოლიციამ ანტისამთავრობო რვადღიან მიტინგებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. არიან დაღუპულები.

მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც საგადასახადო რეფორმების გამო დაიწყო, შემდეგ უფრო ფართო პრობლემების – კორუფციის, უმუშევრობის და უთანასწორობის წინააღმდეგ გაგრძელდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრაციებზე მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

8

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს ვიდეო

9
(განახლებულია 15:31 06.05.2021)
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

მათი განცხადებით, რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ. საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ.

გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ჩინური კომპანია „ჰუნანის“ გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის წარმომადგენლები საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირას ითხოვენ.

9
კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი პაციენტი

დადგინდა, რომელი მამაკაცები ავადდებიან COVID-19-ის მძიმე ფორმით: ახალი კვლევა

0
(განახლებულია 19:59 06.05.2021)
მეცნიერებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მელოტი მამაკაცები 2,5−ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან COVID-19−ის მძიმე ფორმით, ვიდრე ხშირი თმების მქონეები, იუწყება Daily Mail-ი ევროპის დერმატოლოგიური და ვენეროლოგიური საზოგადოების (EADV) პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამას გენების ის ვარიაცია უწყობს ხელს, რომელიც მამაკაცის გამელოტების რისკებს ზრდის.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ გენ AR−ში CAG-გამეორებების რაოდენობა, რომლებიც მამაკაცის სიმელოტისადმი მიდრეკილებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს იმაზეც, თუ რამდენად ხშირად შეიძლება განუვითარდეს მის მფლობელს COVID-19−ის მძიმე ფორმები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მსგავსი ბიომარკერი შეგვიძლია ვირუსის იმ მტარებლების საიდენტიფიკაციოდ გამოვიყენოთ, რომლებისთვისაც რეანიმაციაში მოხვედრის რისკი მაქსიმალური იქნება“, — განაცხადა მარკონის უნივერსიტეტის (იტალია) პროფესორმა ენდი გორენმა.

აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა უჰანში კორონავირუს SARS-CoV-2−ის აფეთქების პირველივე დღეებიდან  გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ახალი ტიპის ვირუსით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, ვიდრე ქალები.

თავდაპირველად ბიოლოგებმა ეს ფაქტი იმას მიაწერეს, რომ მამაკაცის ფილტვების უჯრედები რეცეპტორ ACE2−ის უფრო მეტ მოლეკულას შეიცავს, რომლებსაც იყენებს კიდეც ვირუსი ინფიცირებისთვის. შემდგომში მეცნიერების მოსაზრება ამ საკითხზე გაიყო, თუმცა მკვლევართა უმეტესობა მაინც მიიჩნევს, რომ მამაკაცები ნამდვილად უფრო ხშირად ავადდებიან COVID−19−ით.

პროფესორმა გორენმა და მისმა კოლეგებმა შემთხვევით აღმოაჩინეს მანამდე უცნობი ბიომარკერი, რომელიც კორონავირუსისადმი უფრო მეტად მოწყვლადი მამაკაცების დადგენის საშუალებას იძლევა. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ COVID−19−ის მძიმე ფორმით რეანიმაციებში მოხვედრილი მამაკაცების 80% მელოტი იყო.

ბიოლოგების აზრით, ინფექციის ეს თავისებურება შეიძლება გამოყენებული იყოს არა მარტო კორონავირუსული ინფექციისადმი უფრო მოწყვლადი პაციენტების გამოსავლენად, არამედ თავად ვირუსთან ბრძოლისთვისაც —  გენ AR−ის აქტიურობის დამთრგუნველი პრეპარატების დახმარებით.

პროფესორი გორენი და მისი კოლეგები ექსპერიმენტების პირველი შედეგების გამოქვეყნებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება