პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

71
(განახლებულია 23:27 28.04.2021)
„რიონის ხეობის მცველთა“ საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა წყალტუბოს სასამართლოში პროცესი თურქული კომპანია ENKA-ს საქმეზე, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის კონტრაქტორია.

საქმეში მოსარჩელე მხარეა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბუნების დაცვის დეპარტამენტი, რომელიც კომპანიას შეთანხმების დარღვევაში სდებს ბრალს. კომპანიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდნენ.

ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით – ასეთი ვერდიქტი გამოიტანა წყალტუბოს სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ კომპანია ENKA-ს პროცესზე.

სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები მდინარე რიონზე და გაუქმდეს თურქულ კომპანიასთან კონტრაქტი. მათი თქმით, ENKA სამუშაოებს დარღვევებით აწარმოებს, რაც გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

„რიონის მცველები“ მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას 23 მაისს თბილისშიც გეგმავენ.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს 9-12 თვიანი მორატორიუმი გამოაცხადა „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კაშხალი არ აიგება მანამ, სანამ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმური კვლევები ხელახლა არ ჩატარდება.

ამასთან, მორატორიუმი არ ეხება ხეობაში მიმდინარე სხვა სამშენებლო სამუშაოებს.

71

მძაფრი ემოციებით დამუხტული კადრები: მღელვარე მომენტები სპორტიდან

27
(განახლებულია 19:50 07.05.2021)
უმეტესობისთვის სპორტის ბევრი სახეობაა მნიშვნელოვანი, საინტერესო და სანახაობრივი, თუმცა ხშირად სპორტსმენები ამ სანახაობას კიდევ უფრო ამაღელვებელს და ემოციურს ხდიან.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტში ორი ან მეტი ადამიანი თუ გუნდი ერთმანეთს ეპაექრება და გამარჯვების მოპოვებას ცდილობს, მონაწილეებს არ ავიწყდებათ ერთმანეთისადმი პატივისცემა და თანადგომა. მსგავს საქციელს შეხვდებით ფეხბურთის მოედანზე, ჩოგბურთის კორტებზე, კალათბურთის დარბაზში, ორთაბრძოლის რინგზე თუ სარბოლო ტრასაზე.

გამარჯვების მოპოვება, ცხადია, ყველასთვის უპირველესი მიზანია, მაგრამ სპორტსმენები ხშირად მზად არიან გამარჯვებაც დათმონ, რადგან მოგებას ქომაგებისა თუ კოლეგების მხრიდან მეტ სიყვარულსა და პატივისცემას ამჯობინებენ.

27

რიო-დე-ჟანეიროში სპეცოპერაციის დროს ორმხრივ სროლას 25 ადამიანი ემსხვერპლა ვიდეო

27
(განახლებულია 17:52 07.05.2021)
ხუთშაბათს ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების სპეცოპერაციის დროს რიო-დე-ჟანეიროში მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის ოფიცერიც.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, პოლიციამ სპეცოპერაცია დასახლებულ რაიონში გამართა, სადაც ბრაზილიის ერთ-ერთი უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება Comando Vermelho დომინირებს.

გაქცეულ დამნაშავეებს პოლიციები ავტომანქანებითა და ვერტმფრენებით დაედევნენ.

სამართალდამცველი ორგანოების განცხადებით, აღნიშნული ბანდის წევრები, რომლებიც მკვლელობებში, ძარცვებსა და მატარებლების გატაცებაში არიან ეჭვმიტანილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში ბავშვებსა და მოზარდებს ითრევდნენ.

27
არწივი მთებში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 8 მაისი

0
(განახლებულია 18:38 07.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 8 მაისია, შაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

იღბალი იქნება თანმდევი ყველა საქმეში, რაც ოგანიზაციულ მომენტებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. საუკეთესო დღეა კომპრომისების მოსაძებნად, რთული სიტუაციების გასაშიფრად, ნესბიემიერი ღონისძიებისთვის – ოფიციალური მოლაპარაკებებიდან დაწყებული წვეულების მოწყობით დამთავრებული. ძალზე ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ საქმეები კარგად დაალაგოთ და საჭირო კალაპოტი მისცეთ.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ვერძი: დღეს ვითარება თქვენგან მოითხოვს, რომ ინიციატივა აიღოთ ხელში. თუნდაც ეს თქვენთვის ჩვეული არ იყოს, იგრძნობთ მოთხოვნილებას, რომ მიიღოთ გადაწყვეტილებები და მათზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საინტერესო ისაა, რომ გარშემომყოფები მშვიდად დაგითმობენ პირველობას. შესაძლოა, ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება სწორი არ იყოს, მაგრამ ამით მოგეცემათ შანსი, ყველას და საკუთარ თავსაც აჩვენოთ, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.

კურო: დღეს გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენით მანიპულირება მოინდომონ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც შეეცადოს თავისი მდგომარეობის, კავშირების ან პირადი მომხიბვლელობის გამოყენებას, რათა თავის თამაშში ჩაგითრიოთ. თუ ამ მცდელობას აჰყვებით, დროთა განმავლობაში ინანებთ – ამან შეიძლება თქვენს რეპუტაციას დაარტყას. ასე რომ, დღეს თქვენი თვალსაზრისი უნდა დაიცვათ და მოერიდოთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან.

ტყუპი: დღეს კარგად ვერ გაართმევთ თავს იმ საქმეებს, სადაც ლოგიკური აზროვნებაა საჭირო – გათვლები, ანალიტიკა, მეცნიერება, დაგეგმვა, სწავლა. სამაგიეროდ, ძალიან იოლი იქნება კონტაქტები ადამიანებთან, მათი თქვენი იდეებითა და ემოციებით დამუხტვა. ამას გარდა, ურთიერთობებში მწვავედ იგრძნობთ სიყალბეს, რისი გამოყენებაც „სიცრუის დეტექტორის“ სახით შეგიძლიათ.

კირჩხიბი: ვარსკვლავები გირჩევენ, დრო გამონახოთ კარიერული, პროფესიული თუ პიროვნული ზრდის მეთოდიკის გასაცნობად. ამ თემებზე წიგნების ნახვა ადვილია – ნებისმიერი წიგნის მაღაზიიდან დაწყებული ინტერნეტით დამთავრებული. თუნდაც სკეპტიკურად უყურებდეთ მსგავს ლიტერატურას, ნამდვილად ღირს მისი შესწავლა, ან შეგიძლიათ შეეგუოთ დღევანდელ მდგომარეობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაც კი წარმატებებს მოგიტანთ.

ლომი: დღეს ნებისმიერი შეკრების „მიზიდულობის ცენტრი“ შეგიძლიათ გახდეთ. გარეშემომყოფები თქვენკენ მოილტვიან. საჭირო შედეგი რომ მიიღოთ, საკმარისია თქვენი ქარიზმა გამოიყენოთ – უარს ვერავინ გეტყვით. სხვათა შორის, დღევანდელი ვითარება სხვანაირადაც შეიძლება შემობრუნდეს თქვენთვის – ირგვლივ მყოფებმა გასაქანი არ მოგცენ, სულის მოთქმა არ გაცადონ და სულ „ნაწილ–ნაწილ“ დაგიტაცონ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდ მანიპულატორად იქცეთ და ადამიანები თოჯინებივით ათამაშოთ. თუნდაც ეს მანიპულაცია სუსტი იყოს, მაგრამ არსი მაინც არ იცვლება. მზად ხართ, გარშემომყოფების მოქმედებებს საჭირო კალაპოტი მისცეთ. ამისთვის კი აამუშაოთ კავშირები, მინიშნებები, დაპირებები, ჭორები... ამან რომ არ იმუშაოს კიდეც, თქვენსას მაინც მიაღწევთ, მაგრამ უფრო ადვილი გზებით – ქედუხრელობითა და სხვების დარწმუნების უნარით.

სასწორი: დღეს ის იშვიათი დღეა, როდესაც ირგვლივმყოფებთან კამათში ნამდვილად შეიძლება დაიბადოს ჭეშმარიტება. მაგრამ მაინც სჯობს, არა იკამათოთ, არამედ განიხილოთ, იმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე – იდეებზე, გეგმებზე, პერსპექტივებზე. დღეს არაფერი ისე არ გაგამხნევებთ, არაფერი გაგიჩენთ ცინცხალ იდეებსა და მოქმედების სურვილს, როგორც ტვინის კარგი „შეჯანჯღარება“. თანამოაზრეებთან ერთად ნებისმიერ ამოცანასთან შეჭიდებას შეძლებთ.

მორიელი: მოთმინებითა და გაგებით უნდა მოეკიდოთ ადამიანს, რომელსაც დღეს თქვენი დახმარება, მხარდაჭერა ან რჩევა სჭირდება. თუ კეთილ საქმეს დროს დაუთმობთ, არ ინანებთ. პირიქით, კეთილისმყოფელის როლში თავს არაჩვეულებრივად იგრძნობთ. თქვენც ხომ დაგჭირვებიათ ვინმეს დახმარება ან რჩევა, და რატომ არ უნდა დაეხმაროთ თქვენ? და გახსოვდეთ, რომ სიკეთეცა და ბოროტებაც უკან ბუმერანგივით გვიბრუნდება.

მშვილდოსანი: დღეს ძალიან გაგიჭირდებათ თავის მოთოკვა, რომ ახლობლებს ბრძანებები არ მისცეთ და თქვენი ვალდებულებების ნაწილიც მათ არ გადააბაროთ. ვერაფერს გააწყობთ – ეს გუნდის კანონია, ყოველთვის დამყოლი ვერ იქნებით, ხანდახან კლანჭებიც უნდა გამოაჩინოთ. ამასთან დღეს ეს თავისთავადაც შეიძლება გამოვიდეს – სიტუაცია ისე ჩამოყალიბდეს, რომ არჩევნის წინაშე დადგეთ: ან ვერ გაუმკლავდეთ ყველა საქმეს, ან სხვა დაიხმაროთ.

თხის რქა: დღეს ირგვლივ არსებული ატმოსფერო გაგახარებთ. სითბოსა და ურთიერთდახმარების განცდა თქვენში დაბადებს გრძნობას, რომ ყველა, ვინც გარშემო ტრიალებს, ერთი დიდი ოჯახია. ასეთი სიკეთით სავსე განწყობა აუცილებლად აისახება თქვენ ქცევაზე – ჩვეულებრივზე მეტად გულგახსნილი იქნებით ურთიერთობებში. თქვენი მომხიბვლელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ირგვლივ მყოფნი ვერ შეძლებენ – თუ მოინდომებთ, დაუძინებელ მტერსაც კი საუკეთესო მეგობრად აქცევთ.

მერწყული: თქვენი კომუნიკაბელურობა დღეს სასიამოვნო დივიდენდებით შეიძლება შემოგიბრუნდეთ. შესაძლოა, გარშემომყოფებთან თქვენი ცოდნით გაიბრწყინოთ, ან პერსპექტიული ნაცნობობა გააბათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სრულად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი დიდი ორატორული ნიჭი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი ყოველთვის არაა მისასალმებელი, მაგრამ დღეს გამონაკლისი შეგიძლიათ დაუშვათ და „მჭევრმეტყველების მაგიური ძალა“ აჩვენოთ.

თევზები: დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ, რომლებიც ზეგავლენას მოახდენს თქვენ შემდგომ ცხოვრებაზე. რა სახის იქნება ეს გავლენა – დადებითი თუ უარყოფითი, უკვე თვითონ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი შემთხვევისთვის, მთელი თქვენი ბუნებრივი ხიბლი აამოქმედოთ თითოეულ თანამოსაუბრესთან. მომხიბვლელობა კი, რაც მართალი, მართალი – არ გაკლიათ.

0