სპეცოპერაცია ქვემო ფონიჭალაში: ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ოჯახის სამი წევრი

86
ქვემო ფონიჭალაში გურამიშვილის ქუჩაზე ნარკოდანაშაულისათვის პოლიციამ ოჯახის სამი წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ერთი და იგივე ოჯახის წევრები არიან - მამა, დედა და მათი ქალიშვილი.

როგორც ირკვევა, ოჯახის უკანონო საქმიანობაში ჩართული იყო მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა შემდგომი გასაღების მიზნით.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯგუფურად გასაღებას ნიშნავს. 

86

დაპირისპირება დმანისში: კონფლიქტის განმუხტვას პოლიცია ცდილობს

55
(განახლებულია 23:14 17.05.2021)
დმანისში არეულობა არ წყდება. ორშაბათს ადგილობრივი ჯგუფები ერთმანეთთან და პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვან ეკომიგრანტებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ის გახდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში შესულებმა მაღაზიის მეპატრონე სცემეს. გამოსასარჩლებლად ახალგაზრდები ორივე მხარეს გამოჩნდნენ. საბოლოოდ დაპირისპირებაში დაახლოებით ორი ათეული ადამიანი მონაწილეობდა.

ამჟამად პოლიციას ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი აქვს. დმანისში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

დღევანდელი დაპირისპირებისას დაშავდნენ „პირველი არხის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. ადგილზე შეკრებილები ასევე აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც.

ადამიანები პოლიციის შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, სადაც არეულობის დროს დაკავებულები იმყოფებოდნენ. ისინი თავს უწოდებენ იმ ადგილობრივების მხარდამჭერთა ჯგუფს, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი ღამიდან იმყოფებიან.

55

ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე სარაკეტო შეტევის მომენტი ვიდეოზე მოხვდა

68
(განახლებულია 21:11 17.05.2021)
ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი ხელახლა გამწვავდა. მხარეები უკვე რამდენიმე დღეა ერთმანეთის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს ახორციელებენ.

10 მაისს, საღამოს პალესტინის ანკლავის საზღვრებზე იერუსალიმში შეტაკების შემდეგ ისრაელსა და პალესტინას შორის ყველაზე დიდი ესკალაცია დაიწყო. რადიკალურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა დაიწყო. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორი დაბომბა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა ათი ადამიანი, სერიოზულად დაიჭრა დაახლოებით 50. პალესტინის მხარეს 192 ადამიანია დაღუპული, აქედან 58 – ბავშვი.

68
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის ფაქტები ბოლო 24 საათში

0
(განახლებულია 12:10 18.05.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.240 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 975 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 186 ფაქტია გამოვლენილი.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

0