ჩერნობილის ტრაგედია, ანუ უდიდესი ტექნოგენური ავარია

54
(განახლებულია 21:57 26.04.2021)
მსოფლიოში უდიდესი ატომური ტექნოგენური კატასტროფიდან 35 წელი გავიდა. ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში 1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას მოხდა. ავარიამ მთლიანად დაანგრია ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის რეაქტორი.

ავარიის შედეგი: დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომეტრი რადიოაქტიური დაბინძურებული ტერიტორია, 600 ათასი ლიკვიდატორი, 130 ათასი ადამიანი, რომლებმაც სამუდამოდ დატოვეს მშობლიური სახლები.

ჩერნობილის ავარიის შედეგად, რომელიც ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უდიდეს ავარიადაა აღიარებული, ხუთი მილიონი ადამიანი დაზარალდა.

იხილეთ ვიდეოკადრები, როგორ დაიწყო და როგორ გაგრძელდა, ანუ აფეთქებამდე და მის შემდეგ.

54

პროტესტი და ცრემლსადენი გაზი: ანტისამთავრობო აქციები კოლუმბიაში

7
(განახლებულია 18:24 06.05.2021)
კოლუმბიაში პოლიციამ ანტისამთავრობო რვადღიან მიტინგებზე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

მასობრივი საპროტესტო აქციები, რაც საგადასახადო რეფორმებმა გამოიწვია, ახლა უფრო ფართო პრობლემებისკენ - კორუფციის, უმუშევრობის და უთანასწორობისკენ მიიმართა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დემონსტრაციებზე მინიმუმ 24 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

7

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა აქცია გამართეს ვიდეო

9
(განახლებულია 15:31 06.05.2021)
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებული მუშები ხელფასის 30 პროცენტით გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

მათი განცხადებით, რთული სამუშაოს შესრულება მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ. საკვებისა და ტრანსპორტის ხარჯს თავად იხდიან და ლარის გაუფასურების პირობებში ოჯახს ამ ხელფასით ვერ არჩენენ.

გაფიცული მუშები მოთხოვნების შესრულებამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. ჩინური კომპანია „ჰუნანის“ გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის წარმომადგენლები საკითხის გადაწყვეტისთვის ერთ კვირას ითხოვენ.

9
ეკატერინე ტიკარაძე

იგეგმება მედიის წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაცია: ტიკარაძე დეტალებს საიდუმლოდ ინახავს

0
(განახლებულია 18:52 06.05.2021)
მინისტრის თქმით, მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ და ვაქცინის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვაქცინაციის პროცესში ახლო მომავალში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მედიის წარმომადგენლებს ექნებათ განსაკუთრებული პირობები, მათ შორის ვაქცინის შერჩევის შესაძლებლობაც.

„მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, ამას ცოტა ხნით საიდუმლოდ შევინახავ და შემდეგ კვირაში დავაანონსებთ, თუ რა მიდგომა იქნება“, — აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მედიაკომპანიებისგან ვაქცინაციასთან დაკავშირებით სიებს გამოითხოვენ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

იმ პირთა წრე, რომლებიც კორონავირუსზე უნდა აიცრან, კიდევ უფრო გაფართოვდა და უკვე არსებულს, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ასევე ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებული ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატნენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51.600 პირი, სრულად ვაქცინირებულია 7.873 ადამიანი.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები