24 აპრილი ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღეა: არ დაივიწყოთ მათი ამაგი

56
(განახლებულია 14:45 24.04.2021)
ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღე 1979 წელს დააარსა ანივივისექციონურმა საზოგადოებამ (NAVS), რასაც გაერომაც დაუჭირა მხარი

საცდელი ცხოველების დაცვის დღედ 24 აპრილი NAVS-ის ყოფილი დირექტორის, ჰიუ ქასველ ტრიმენჰირის პატივსაცემად დადგინდა, რომელიც სწორედ ამ დღეს იყო დაბადებული.

გასული საუკუნის შუა წლებშ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაიშალა საზოგადოებრივი მოძრაობა ლოზუნგით „სილამაზე სისასტიკის გარეშე“, რის შედეგადაც ბევრი კოსმეტიკური საწარმო მცენარეულ ნედლეულსა და ალტერნატიულ ტესტირებაზე გადავიდა - ცხოველების გამოყენების გარეშე. ასეთ პროდუქციას სპეციალური ემბლება ესმება დამღად: ბაჭია წრეში და წარწერა Not tested for animals - „არ არის გამოცდილი ცხოველებზე“, ან ასო „V“ - ვეგანის აღსანიშნავად. 

დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვლავ იმართება მრავალათასიანი დემონსტრაციები მოთხოვნით, შეწყდეს ლაბორატორიული კვლევები ცხოველების გამოყენებით. თუმცა ადამიანების სიცოცხლისა თუ სილამაზისთვის აუცილებელი პრეპარატები ხშირად მაინც ჩვენს „ომცროს ძმებზე“ იცდება. 

ნუ დავივიწყებთ მათ ამაგს - ისინი ადამიანს ეწირებიან!  

56

დიდი ტალღები და ძლიერი ქარი: მუმბაიში ციკლონმა ტაუკტაემ ქაოსი გამოიწვია

13
ორშაბათს მუმბაის ციკლონმა ტაუკტაემ გადაუარა, რომელიც ახლა მთელ რეგიონს ემუქრება

ტაუკტაეს გამო მუმბაის აეროპორტში 55-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

მთავრობამ ქალაქის სანაპიროზე სამი სამხედრო ხომალდი გაგზავნა 400-ზე მეტი ადამიანის გადასარჩენად.

ქარის სიჩქარებ 185 კმ/სთ-ს მიაღწია, რის გამოც ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუწია.

13

დაპირისპირება დმანისში: კონფლიქტის განმუხტვას პოლიცია ცდილობს

57
(განახლებულია 23:14 17.05.2021)
დმანისში არეულობა არ წყდება. ორშაბათს ადგილობრივი ჯგუფები ერთმანეთთან და პოლიციასთან დაპირისპირებას ცდილობდნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

დმანისში ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და სვან ეკომიგრანტებს შორის კონფლიქტის მიზეზი, რომელიც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ის გახდა, რომ ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველმა ახალგაზრდებს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა.

თვითმხილველების თქმით, მაღაზიაში შესულებმა მაღაზიის მეპატრონე სცემეს. გამოსასარჩლებლად ახალგაზრდები ორივე მხარეს გამოჩნდნენ. საბოლოოდ დაპირისპირებაში დაახლოებით ორი ათეული ადამიანი მონაწილეობდა.

ამჟამად პოლიციას ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი აქვს. დმანისში შესვლა მხოლოდ სპეციალური საშვით არის შესაძლებელი.

დღევანდელი დაპირისპირებისას დაშავდნენ „პირველი არხის“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები. ადგილზე შეკრებილები ასევე აგრესიულები იყვნენ პოლიციის თანამშრომლების მიმართაც.

ადამიანები პოლიციის შენობასთან მიღწევას ცდილობდნენ, სადაც არეულობის დროს დაკავებულები იმყოფებოდნენ. ისინი თავს უწოდებენ იმ ადგილობრივების მხარდამჭერთა ჯგუფს, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში გუშინდელი ღამიდან იმყოფებიან.

57
ლარი

რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

0
(განახლებულია 14:46 18.05.2021)
2013 წლიდან მოყოლებული, ლარის ყოველ მასშტაბურ გაუფასურებას ხელისუფლების წარმომადგენლები მეტწილად „საგარეო ფაქტორებს" აბრალებენ

თემურ იოსელიანი

2020 წელს ამ მიზეზებს კორონაპანდემიაც დაემატა, რაც აგრეთვე გარედან მოსული თავის ტკივილია. თუმცა... თუმცა, არსებობს ერთი სრულიად „შიდა ფაქტორიც“: საკმაოდ დიდი ალბათობით, ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამნაშავე ფულის მასის ზრდაა. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ფულის მასა 2,4 მლრდ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, M2 აგრეგატმა, რომელიც ფაქტობრივად ფულის მთლიან მასას ასახავს ეკონომიკაში, 13,615 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 21%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ჩანს, რომ ეკონომიკაში ფულის მასის დრამატული ზრდა 2015 წლიდან დაიწყო.

უფრო ძველ მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფულის მასა (M2) 2012 წლის დეკემბერში 4,05 მილიარდი ლარი იყო.

ექსპერტების თქმით, ლარის მასის არაპროპორციული და სწრაფი ზრდა ხელს უწყობს როგორც ინფლაციის ზრდას, ასევე ლარის გაუფასურებასაც. ისიც საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის მოსათოკად პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართავს ხოლმე. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რეფინანსირების განაკვეთის ზრდაში გამოიხატება. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-ს შეადგენს. თებერვალში იგივე მაჩვენებელი 8%-ს შეადგენდა, მარტში 8.5%-მდე გაიზარდა. ასე რომ, წლევანდელი თებერვლიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა სესხზე ხელმისაწვდომობა 1,5%-ით გაართულა. 

რიგით მომხმარებლებზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლარში არსებული სესხების გაძვირებაში გამოიხატება. შედეგად – უფრო ძვირდება ფული და, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს ფულის მასის შემცირებაზეც. თუმცა, როგორც ვხედავთ, მეტწილად ურთიერთსაპირისპირო მოვლენას აქვს ადგილი – ეროვნული ბანკი ერთი მხრივ სესხს აძვირებს, რათა ინფლაცია მოთოკოს, მეორე მხრივ კი ფულის მასის ზრდაც თვალშისაცემია. ცხრილში ჩანს გარკვეული თანაფარდობა ფულის მასის ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის.

ლარის მასა (M2) და ლარის კურსი ბოლო წლებში 

წელი მონეტარული აგრეგატი (M2), ათასი ლარი ლარის კურსი (თვის საშუალო)
2012 წლის დეკემბერი 4.069.162 1,66
2015 წლის დეკემბერი 5.685.814 2,39
2016 წლის დეკემბერი 6.526.641 2,65
2017 წლის დეკემბერი 8.350.330 2,61
2018 წლის დეკემბერი 9.675.969 2,66
2019 წლის დეკემბერი 11.495. 455 2,90
2020 წლის დეკემბერი 13.659.691 3,28
2021 წლის მარტი 13.615.463 3.33

რა გავლენა აქვს ფულის მასას ლარის კურსზე და არის თუ არა რაიმე ზღვარი – რამდენი უნდა იყოს ფულის მასა მოცემულ მომენტში? ვესაუბრეთ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს.

„არ არსებობს მოცემულობა და ფორმულა, ზუსტად რამდენი უნდა იყოს ფულის მასა. ყველა მასა უნდა შეესაბამებობდეს კონკრეტულ მომენტში არსებულ საქონელს და მომსახურების ფასებს. პრობლემა არის ფულის მასის სწრაფი ზრდა, რა პერიოდშიც შეუძლებელია საქონლის იმავე მოცულობით გაზრდა. ეს იწევს ლარის გაუფასურებას – როცა ფულის მასა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე საქონელი“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

ექსპერტის თქმით, ფულის მასის ზრდის მთავარი მიზეზია მთავრობის ვალდებულებების დაფინასება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავრობა ზრდის ხარჯებს, რომლის დაფინანსებასაც სჭირდება დამატებითი ფულადი რესურსი. ამ შემთხვევაში კი, შეშელიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფინანსირების სესხების გაცემის მექანიზმს. 

„არსებული მექანიზმით, მთავრობა კომერციული ბანკებისგან სესხულობს ფულს რეფინანსირების სესხების მეშვეობით. მაგრამ არსად არის დადგენილი – რამდენი შეიძლება გაიცეს რეფინანსირების სესხი და როდის“, – ამბობს პაატა შეშელიძე.

მისი თქმით, მთლიანად ეს სისტემა მოსაშლელია, რადგან მორგებულია მთავრობის მიერ ვალდებულებების იოლად დაფინანსებაზე. თავის მხრივ, მსხვილი მოთამაშეები – კომერციული ბანკები გავლენას ახდენენ პროცესზე. გაზრდილი ფულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება სავალუტო ოპერაციებს და ჯერ ძვირდება უცხოური ვალუტა, შემდეგ კი უკვე საქონელიც.

ექსპერტის თქმით, ფულის მასა, სამწუხაროდ, მუდმივად იზრდება, თუმცა, მაგალითად, დაახლოებით 2006 წელს ფულის მასის ზრდის მსგავსად იზრდებოდა საქონელიც და მომსახურებაც, რაც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას არ ახდენდა.

„მთავრობა სესხულობს ფულს ეროვნული ბანკიდან. პრობლემაა, რომ ეს ხდება არა ერთჯერადად. რეფინანსირების სესხი უნდა გაუქმდეს, ან უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული გამონაკლისისთვის“, – მიაჩნია შეშელიძეს.

რაც შეეხება იმას, რომ ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ფულის მასას ზრდის და, მეორე მხრივ, რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რაც, თავის მხრივ, ფულის მასის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია, პაატა შეშელიძის თქმით, ეს ორი მოვლენა ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებაა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ როცა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის მიწოდება ხდება, ეკონომიკური პროცესები ზიანდება. 

„ფულის მასა რამდენი უნდა იყოს, ამაზე პასუხი არ არსებობს. სტატიკურად, ფულის მასის ოდენობას აზრი არ აქვს, რადგან ღირებულებით იზომება ფული. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ როდესაც ფულის მასის ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ფულის ბეჭდვით ხდება, ეს იწვევს დამაზიანებელ ეკონომიკურ პროცესებს – ინფლაციას და ხელოვნურ ბუმს.

ლარის მასა როცა იზრდება, ბაზარზე მეტი ლარია. მეტი ლარი ნიშნავს, რომ ლარზე ფასი მცირდება. შესაბამისად, ფულის მასის ხელოვნური ზრდა კურსის გაუფასურებას იწვევს“, – ამბობს ხორგუაშვილი.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოლიტიკას, როდესაც ის თან ფულის მასას ზრდის და თან რეფინანსირების პროცენტს, ხორგუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკი ფულის მასას, ერთი მხრივ, ზრდის იმიტომ, რომ ეკონომიკა უფრო ლიკვიდური იყოს (რაც არასწორია) და, მეორე მხრივ, რეფინასირების პროცენტის ზრდით ცდილობს ინფლაცია მოთოკოს. საბოლოო ჯამში კი ჩანს, რომ ამ პოლიტიკას სახარბიელო შედეგი არ მოაქვს.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა