შეიარაღებულმა პირებმა სტუდენტები გაიტაცეს: თავდასხმა უნივერსიტეტზე

გამოწერა
სამშაბათს ნიგერიაში გრინფილდის უნივერსიტეტზე თავდასხმისას მინიმუმ 20 სტუდენტი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლეს.

არსებობს ვარაუდი, რომ სტუდენტები გატაცებული არიან.

„უსაფრთხოების სამსახურები მყისიერად გაიგზავნა სასწავლო დაწესებულებაში, თუმცა მათ შეიარაღებულ ბანდიტებთან კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან ისინი გაიქცნენ“, – განაცხადა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა.

ბოლო თვეებში ნიგერიაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა სტუდენტების გატაცების ფაქტებსაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0