მოაჯირში გაჭედილი ბავშვი ძაღლებმა გამოიყვანეს – ვიდეო

გამოწერა
ხანდახან პრობლემის მოგვარების ყველაზე თვალსაჩინო და უმტკივნეულო საშუალება საკმაოდ მარტივი საპოვნელია, მაგრამ...

პატარა ჯოი თამაშის დროს თავით კიბის მოაჯირში გაიჭედა, საშველად კი მშობლებს უხმო.

ბავშვის მამამ არაერთხელ სცადა შვილის მოაჯირიდან გამოხსნა, მაგრამ ვერაფერს გახდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ძაღლები ჯოის არ მოშორებიან, კარგა ხანს კი მხსნელ მამას თათებით ანიშნებდნენ, რომ „რაღაცის თქმა სურდათ“. ბოლოს მათ გამოსავალი მოიფიქრეს და „დაზარალებულს“ უკნიდან მიაწვნენ, რამაც ის სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0