თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ნიკა მელიას პროცესი მის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის აღკვეთის ზომას შეცვლის და მას პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლებს.

ნიკანორ მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ის 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

მელიას დაპატიმრება ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებებისას. პროკურატურამ თანხმობა განაცხადა აღკვეთის ზომის ცვლილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მელია 40 ათასი ლარის გირაოს გადაიხდის.

ყველა ახალი ამბავი
0