ფიროსმანის შემოქმედება უნიკალური ბენდის კლიპში - ვიდეო

34
(განახლებულია 12:55 08.04.2021)
და-ძმის ოჯახურმა დუეტმა Asea sool შექმნა მუსიკა ნამდვილი გურმანებისათვის, რომელიც აერთიანებს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ანდერგრაუნდის ტენდენციებს

დუეტის შემოქმედება მსმენელს სხვა სამყაროში გადაისვრის. ბენდმა საკუთარ კლიპში ნიკო ფიროსმანის ნახატები გამოიყენა, რითაც პატივი მიაგო ლეგენდარული მხატვრის ხსოვნას.

დუეტი 2005 წლიდან არსებობს. მომღერლების არაორდინალური სტილი მალევე გახდა ცნობილი და უამრავი მსმენელიც გამოუჩნდა, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინასა და რუსეთში.

 

34

საინტერესო ექსპერიმენტი: როგორ რეაგირებს ქამელეონი ფერად სათვალეებზე

31
(განახლებულია 10:46 14.04.2021)
ქამელეონების საოცარი თვისების შესახებ, რომ ისინი გარემოს შესაბამისად იცვლიან ფერს, ყველას სმენია. მაგრამ ცოტას თუ უნახავს საკუთარი თვალით, როგორ ხდება ეს. 

ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ულაგებს ადამიანი ქამელეონს თათებთან სხვადასხვა ფერის სათვალეებს და ისიც მომენტალურად იწყებს ფერის ცვლას.

ყველაზე საინტერესო მაინც ბოლოში ხდება: ქამელეონს რამდენიმე სხვადასხვა ფერის სათვალეს ერთდროულად უდებენ წინ და „მგრძნობიარე ხვლიკიც“ მყისიერად იწყებს აჭრელებას. 

31

თავისუფლება მელიას: ენმ-ის მხარდამჭერებმა სასამართლოსთან აქცია გამართეს

60
(განახლებულია 21:26 13.04.2021)
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის ნიკა მელიას პროცესი მის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისთვის აღკვეთის ზომას შეცვლის და მას პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლებს.

ნიკანორ მელიას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს. ის 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

მელიას დაპატიმრება ერთ-ერთი მთავარი თემაა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებებისას. პროკურატურამ თანხმობა განაცხადა აღკვეთის ზომის ცვლილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მელია 40 ათასი ლარის გირაოს გადაიხდის.

60
გიორგი გახარია

ახალი პოლიტიკური ძალა: „ქართული ოცნების" ექვსი დეპუტატი გახარიას შეუერთდა

0
როგორც ადრე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, პარტიის შექმნის შემთხვევაში ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა დატოვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოჯევანიშვილთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

როგორც ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები, რომელთაც გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. შესაბამისად, ვტოვებთ „ქართულ ოცნებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.

მას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

 

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება