უცხოელების მიერ შესრულებული ქართული მუსიკა ვიდეო

30
(განახლებულია 20:38 07.04.2021)
ქართულმა მდიდარმა კულტურამ უკვე დიდი ხანია დაიწყო საზღვრებს მიღმა ფესვების გადგმა. მათ შორის ქართულ მუსიკას სულ უფრო და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს მსოფლიოში.

ის, რომ საქართველო ცნობილი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, მეტწილად კულტურისა და ტრადიციების დამსახურებაა. ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ლეგენდარული „სუხიშვილების“ ანსამბლი ფურორს ახდენდა გასტროლებზე მთელ მსოფლიოში.

1967 წელს მილანის „ლა სკალას“ თეატრში „სუხიშვილების“ გამოსვლის შემდეგ გაზეთებში წერდნენ: „ქართული ბალეტი თავად სრულყოფილებაა. ეს არ არის ცეკვა, ეს არის ფრენა. ეს ნამდვილი ქარიშხალია სცენაზე!“.

ვიდეოში ახალგაზრდა უცხოელები ასრულებენ ცეკვა „ქართულის“ მუსიკას დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“.

30

ემოციური ცხოველები: კატებისა და ძაღლების სახალისო რეაქციები - ვიდეო

56
შინაური ცხოველები ხანდახან ძალიან უცნაურად, სასაცილოდ და უნიკალურად იქცევიან, რაც მომენტალურად ვრცელდება ინტერნეტით

ცხოველები მრავალი სახალისო ვიდეოს მთავარი გმირები არიან. საკუთარი საქციელით, რეაქციებითა და კურიოზებით ცხოველები მილიონობით ადამიანის სიყვარულის ობიექტი ხდებიან.

56

მსოფლიოში პირველი „მზის ფურნე“: ნახეთ როგორი პური ცხვება უცეცხლოდ

67
(განახლებულია 11:29 11.04.2021)
ფრანგმა ინჟინერმა მზის კონცენტრატორები შექმნა, რომელსაც პურის საცხობად იყენებს. ნახეთ ვიდეო, როგორ ცხვება „მზის პური“

ინჟინერი არნო კრეტო მსოფლიოში პირველი საცხობის მფლობელია, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს. კრეტო მის შექმნაზე ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, რისთვისც მსოფლიოს არაერთი ენერგეტიკული პროექტი შეისწავლა.

„მზის ფურნის“ მეშვეობით ფრანგი გამომგონებელი კვირაში 140 კილოგრამ პურს აცხობს, რომლებსაც მაღაზიებში დიდი სიამონებით ყიდულობენ.

67
ახალი მთვარე ქალაქის თავზე

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აპრილი

0
(განახლებულია 09:46 11.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 12 აპრილია, ორშაბათი. ახალმთვარეობა ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვისაც მტკიცე მოქმედებები არ აშინებს. ენერგიულობა, თავდაჯერებულობა, იღბლიანობა ადამიანებს სიტყვიდან საქმეზე გადასვლაში დაეხმარება. წარმატების მიღწევას ხელს მხოლოდ კოლეგებთან და ახლობლებთან გაუგებრობები შეუშლის. დღევანდელი დღის უზარმაზარი პოტენციალი უაზრო კამათსა და ურთიერთსაყვედურებზე რომ არ დახარჯოთ, ეცადეთ, ურთიერთობებში მძაფრი ნოტები არ შეიტანოთ მაგალითად,ზეწოლისა და კრიტიკის სახით.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

ვერძი: დღეს უზარმაზარი, უსაზღვრო პოტენციალი გაქვთ და მთავარია, არ გაუშვათ მომენტი ხელიდან და ყველა ხელსაყრელი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. ეცადეთ, მოვლენების ცენტრში იყოთ. ასე ბევრის მიღწევას და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ – ამის ყველანაირი შანსი მოგეცემათ. თუ არ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობებს – ნება თქვენია. როგორც ამბობენ, „არ მინდა“, „არ შემიძლია“ მხოლოდ საბაბია და არა მიზეზი.

კურო: განწყობა გაქვთ იმგვარი, რომ მთელი დღე როგორც გარეგან, ისე შინაგან სიმშვიდეში გაატაროთ. დადგა დრო, რომ გაეცალოთ მოვლენებს, რათა მათ გარედან შეხედოთ. ეს რომ შეძლოთ, სასურველია, შეწყვიტოთ აქტიური ურთიერთობები და ქვეცნობიერის ხმას მოუსმინოთ. აუჩქარებელი ფიქრი, სურნელოვანი აბაზანა ან თუნდაც არაფრის კეთება და დივანზე წამოგორება დაგეხმარებათ, პასუხები იპოვოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.

ტყუპი: შესანიშნავი დღეა, თქვენი გრძნობები გაწონასწორებული იქნება. სამყარო გარშემო ყველაფერთან და საკუთარ თავთან ჰარმონიას გიძღვნით და ამას ირგვლივ მყოფებიც იგრძნობენ. პოზიტიური განწყობის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ადამიანების მხარდაჭერას. იდეალური დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობების, რომანტიკისთვის, მოგზაურობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაატარეთ ეს დღე თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად და იგრძნობთ ულევ სიხარულს, გულწრფელობასა და სიყვარულს.

კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ კარიერას ან რამე ამბიციური ამოცანის გადაჭრას მიხედოთ. ხართ ორგანიზებული, ნებისყოფიანი და შეგიძლიათ მიზნისკენ სვლა. თუ დღევანდელ ენერგიას საჭირო კალაპოტში მიმართავთ, დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამთ წინ. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ გარშემომყოფების იმედად ყოფნა არ ღირს – პასუხისმგებლობისა და დისციპლინის თვალსაზრისით მათ თქვენამდე ბევრი აკლიათ.

ლომი: დღეს შეგიძლიათ დარწმუნდეთ ანდაზის „ზოგი ჭირი მარგებელია“ სისწორეში. არის დიდი ალბათობა, რომ რაღაც ერთი შეხედვით არახელსაყრელი ვითარება საბოლოოდ თქვენთვის გამარჯვებით შემობრუნდეს. აქედან გამომდინარე, არ ღირს ბედზე წუწუნი და ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა – სრულიად შესაძლებელია, რომ დღეს ბედმა, არცთუ პოზიტიური მოვლენის სახით, სასიამოვნო სიურპრიზი მოგიტანოთ.

ქალწული: უზარმაზარი შესაძლებლობების დღე გელოდებათ. ეს შესაძლებლობები არანაირად არ არის დამოკიდებული გზაზე გაჩენილ წინაღობებთან. პირიქით, იქნებით საბრძოლველად განწყობილი და ნებისმიერი დაბრკოლება და რთული ამოცანა თქვენში აზარტს გააღვივებს. იგივე ეხება მეტოქეებსაც – ისინი სტიმულს მოგცემენ და ხარის წინ აფრიალებული წითელი ქსოვილის როლს შეასრულებენ. ასე რომ, დღეს არანაირი ბარიერი თქვენთვის საშიში არ არის.

სასწორი: დღეს მოსალოდნელია, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში საკმაოდ მაცდური წინადადება მიიღოთ, თუმცა, სანამ მას დათანხმდებით, ვარსკვლავები კარგად დაფიქრებას გირჩევენ. შესაძლოა, მართლაც მომგებიანი წინადადება იყოს, მაგრამ არც საპირისპირო რამ არაა გამორიცხული. ამის გასაგებად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.

მორიელი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ დღეს საქმეებს ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მიუდგეთ. ეს განსაკუთრებით ეხება ყოფით საკითხებს, რუტინასა და წვრილმანებს. ძნელი წარმოსადგენია, რა დაძაბულობა შეიძლება შეიქმნას, თუ ყველაფრის უმცირესი შეცდომის გარეშე გაკეთებას მოინდომებთ, არადა დღეს იმგვარი განწყობა გაქვთ, რომ ყველაზე პატარა შეცდომასაც კი თქვენი წონასწორობის დარღვევა შეუძლია. ამის გამოსწორება ადვილია – შეხედეთ თქვენს თავს გარედან და არ დაივიწყოთ იუმორის გრძნობა.

მშვილდოსანი: მოვლენები ხელს გიწყობთ, ბედმა შეიძლება სასიამოვნო სიურპრიზიც მოგიმზადოთ. არ არის გამორიცხული დაწინაურება სამსახურში, საჩუქარი, ფულის მოულოდნელი მიღება. ერთადერთი, რაშიც უნდა იფრთხილოთ, ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობებია. მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრის გამო, შესაძლოა, მათთან ურთიერთობები გააფუჭოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმეს თქვენი შეშურდეს. ეცადეთ, უფრო მოკრძალებულად მოიქცეთ და სხვის გრძნობებს არ შეეხოთ.

თხის რქა: დღეს ემოციებითა და სულიერი ურთიერთობებით სავსე დღე გელოდებათ. დაუთმეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანს, მეგობრებს, ნათესავებს. ახლობლებთან უბრალო დროის გატარებაც კი მძლავრი პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. თუ ვინმესთან სერიოზული დალაპარაკება გსურთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. არ გადადოთ ეს საუბარი და არ ინერვიულოთ, სწორად გაგიგებენ თუ არა. ყველაფერი კარგად ჩაივლის.

მერწყული: დღეს საქმიანობაში უზარმაზარი აქტიურობის გამოჩენა შეგიძლიათ, მაგრამ ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ მოერიდოთ ნაჩქარევ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს. დღეს იმგვარად ხართ განწყობილი, რომ ჯერ მოქმედებთ და შედეგზე მხოლოდ შემდეგ ფიქრობთ. ეს საქმეებზე არცთუ კარგად შეიძლება აისახოს. თუ გინდათ, რომ დღემ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, მოთოკეთ ემოციები, მოუთმენლობა და იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.

თევზები: დღეს წარმატებების დიდი შანსი გეძლევათ. ხართ მტკიცე, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, გამჭრიახი. ამ თვისებების წყალობით ურთულეს საქმეებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით, იოლად გახსნით დახლართულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს მოძებნით. იმოქმედებთ ეფექტურად და ამასთან, ეს მხოლოდ თქვენს საქმეებს კი არა, არამედ გარშემომყოფების პრობლემებსაც ეხება – მათაც დიდსულოვნად დაეხმარებით.

0