ქართულ ენაზე ამღერებული გერმანელ ქალთა ანსამბლი - ვიდეო

58
გერმანული ქალთა ანსამბლის Tsaziken მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერა „ჯილველო“ საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა

Tsaziken-ის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია. ისინი სხვადასხვა ერების სიმღერებს ასრულებენ და ამგვარად საკუთარ მსმენელს მთელი პლანეტის მუსიკალურ კულტურას აცნობენ.

 

58

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

59
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

59

ბრაკონიერებისგან გადარჩენილი ლომისა და ზედამხედველის შეხვედრა ვიდეო ნამდვილ სიყვარულზე

51
(განახლებულია 19:29 14.04.2021)
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელსაც ისევე შეუძლია მთელი გულით ადამიანის შეყვარება, როგორც შინაურ ცხოველებს, ან თუნდაც თავად ადამიანს...

ვიდეო გამოქვეყნდა პორტალზე Reddit, სადაც პოსტის ავტორი წერდა, რომ პატარა ბოკვერი ბრაკონიერებისგან იხსნეს და ნაკრძალში გადაიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან საკუთარი ზედამხედველი, რომელიც მას უვლიდა და პატრონობდა. მას შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

51
ვალუტის კურსი

ლარის კურსი 15 აპრილს

0
(განახლებულია 08:29 15.04.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,4432 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0197 ლარით გაუფასურდა. 

ლარის კურის 15 აპრილს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს