როგორი იქნებოდა სამყარო ფუტკრების გარეშე შემეცნებითი ვიდეო

20
(განახლებულია 15:13 06.04.2021)
მეცნიერები ამბობენ, რომ ფუტკრებს სამყაროს არსებობასა და განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვთ.

როგორი იქნებოდა ფუტკრების გარეშე ცხოვრება? რა შეიცვლებოდა ადამიანებისთვის, ცხოველებისთვის და მცენარეებისთვის?

ფუტკრები – ის ძირითადი ძალაა, რომელიც მცენარეებს დამტვერვასა და რეპროდუქციაში ეხმარება. გარდა ამისა, ისინი მცენარეებიდან მიღებულ საზრდოს თაფლად გარდაქმნიან, რაც ადამიანთა დიდი ნაწილისთვის და ასევე დათვებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

 

20

ლაიფჰაკები დამწყები და პროფესიონალი მებაღეებისათვის - ვიდეო

1
(განახლებულია 12:50 15.04.2021)
ვიდეოების დიდი ნაწილი მებაღეობის შესახებ გასართობ ხასიათს ატარებს. მათ მილიონობით ნახვა აქვთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია

მებაღეობა უძველესი და საკმაოდ პოპულარული პროფესიაა, თუმცა ხანდახან ადამიანები მცენარეებს მხოლოდ ჰობიდან და მათდამი სიყვარულიდან გამომდინარე უვლიან. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამოდის, ხანდახან მცენარეების დაავადებისგან განკურნება სერიოზულ ცოდნას, გარკვეულ საშუალებებსა და ხრიკებს მოითხოვს.

ვიდეო დაგეხმარებათ როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მებაღეებს. თქვენ შეძლებთ სახლის პირობებში გაზარდოთ სასურველი მცენარე ისე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ხოლო შედეგით აღფრთოვანებული დარჩეს ყველა, ვინც მათ იხილავს.

1

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

66
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

66
მეტეხის ხიდი

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 აპრილს

0
(განახლებულია 12:05 15.04.2021)
თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შაბათს გაზაფხულის თბილი ამინდი ელოდებათ, ჰაერი 22 გრადუსამდე გათბება.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში შაბათს, 17 აპრილს თბილ და ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ. 

მზე 06:18 საათზე ამოვა და 19:43 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 10–11 გრადუსი, დღისით კი პლუს 21–22 გრადუსია ნავარაუდები.

 

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში