პროკურატურამ თაღლითური სქემა გამოავლინა ვიდეო

70
(განახლებულია 22:45 05.04.2021)
პროკურატურამ თაღლითური სქემა გახსნა. უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალი წარუდგინა.

დაკავებულთა შორის საქართველოს ათი და ერთი ისრაელის მოქალაქეა.

დანაშაულის გახსნა პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ევროჯასტთან“ საერთაშორისო თანამშრომლობით შეძლეს. უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი 620 000 ევროს შეადგენს. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

70

ბრაკონიერებისგან გადარჩენილი ლომისა და ზედამხედველის შეხვედრა - ვიდეო ნამდვილ სიყვარულზე

4
(განახლებულია 14:58 14.04.2021)
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელს ისევე შეუძლია მთელი გულით ადამიანის შეყვარება, როგორც შინაურ ცხოველებს, ან თუნდაც თავად ადამიანებს

ვიდეო გამოქვეყნდა პორტალზე Reddit, სადაც პოსტის ავტორი წერდა, რომ პატარა ბოკვერი ბრაკონიერებისგან იხსნეს და ნაკრძალში გადაიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან საკუთარი ზედამხედველი, რომელიც მას უვლიდა და პატრონობდა. მას შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

4

საინტერესო ექსპერიმენტი: როგორ რეაგირებს ქამელეონი ფერად სათვალეებზე

35
(განახლებულია 10:46 14.04.2021)
ქამელეონების საოცარი თვისების შესახებ, რომ ისინი გარემოს შესაბამისად იცვლიან ფერს, ყველას სმენია. მაგრამ ცოტას თუ უნახავს საკუთარი თვალით, როგორ ხდება ეს. 

ამ ვიდეოში ჩანს, როგორ ულაგებს ადამიანი ქამელეონს თათებთან სხვადასხვა ფერის სათვალეებს და ისიც მომენტალურად იწყებს ფერის ცვლას.

ყველაზე საინტერესო მაინც ბოლოში ხდება: ქამელეონს რამდენიმე სხვადასხვა ფერის სათვალეს ერთდროულად უდებენ წინ და „მგრძნობიარე ხვლიკიც“ მყისიერად იწყებს აჭრელებას. 

35
Логотип компании Georgian Water and Power (GWP)

თბილისსა და მცხეთაში GWP-ის სერვის–ცენტრები მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადიან

0
(განახლებულია 14:22 14.04.2021)
კომპანია 15 აპრილიდან სერვის–ცენტრების მუშაობას აჩერებს და აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის თბილისისა და მცხეთის სერვის–ცენტრებში 15 აპრილიდან მოქალაქეების ვიზიტი შეიზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

კომპანიის ცნობით, ქვეყნაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, აბონენტები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ.

მოქალაქეები განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნას კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე (online@gwp.ge) შეძლებენ. დისტანციურად მიღებული განცხადებების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლები კომპანიისგან პასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. კომპანიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია გაიცემა ცხელი ხაზის (2 931111) მეშვეობითაც.

 

 

0