საყვარელი და სასაცილო ძაღლები ჩვენს გარშემო - სახალისო ვიდეო

48
შინაური ცხოველები ხანდახან ძალიან უცნაურად, სასაცილოდ და უნიკალურად იქცევიან, რაც მომენტალურად ვრცელდება ინტერნეტით

ცხოველები მრავალი სახალისო ვიდეოს მთავარი გმირები არიან. საკუთარი საქციელით, რეაქციებითა და კურიოზებით ცხოველები მილიონობით ადამიანის სიყვარულის ობიექტი ხდებიან.

48

ლაიფჰაკები დამწყები და პროფესიონალი მებაღეებისათვის - ვიდეო

21
(განახლებულია 12:50 15.04.2021)
ვიდეოების დიდი ნაწილი მებაღეობის შესახებ გასართობ ხასიათს ატარებს. მათ მილიონობით ნახვა აქვთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია

მებაღეობა უძველესი და საკმაოდ პოპულარული პროფესიაა, თუმცა ხანდახან ადამიანები მცენარეებს მხოლოდ ჰობიდან და მათდამი სიყვარულიდან გამომდინარე უვლიან. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამოდის, ხანდახან მცენარეების დაავადებისგან განკურნება სერიოზულ ცოდნას, გარკვეულ საშუალებებსა და ხრიკებს მოითხოვს.

ვიდეო დაგეხმარებათ როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მებაღეებს. თქვენ შეძლებთ სახლის პირობებში გაზარდოთ სასურველი მცენარე ისე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ხოლო შედეგით აღფრთოვანებული დარჩეს ყველა, ვინც მათ იხილავს.

21

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

69
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

69
სოფიკო შევარდნაძე

„საათობრივად ვიკვებებოდი და დავდიოდი ფეხით 5 კილომეტრს“ - სოფიკო შევარდნაძე ოსულობაზე

0
(განახლებულია 14:13 15.04.2021)
საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილიშვილი დედა მარტის მიწურულს გახდა. მას ვაჟი შეეძინა. სოფიკომ შვილის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე გაამხილა ორსულობის ამბავი

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამზე“ ხშირად წერს ახალი ამპლუის შესახებ და თავის მოსაზრებებს თუ შეგრძნებებს უზიარებს სხვა დედებს. ამჯერად დედობისთვის მზადებასა და ორსულობაზე ისაუბრა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ორსულობისას რეჟიმზე გააკეთა აქცენტი: საათობრივად იკვებებოდა და ეძინა იმდენ ხანს, რამდენსაც ითხოვდა ორგანიზმი. ასევე ყოველდღე დადიოდა ფეხით 5 კილომეტრს, უსმენდა კლასიკურ მუსიკას და ჩასახვის დღიდან ელაპარაკებოდა პატარას.

„სრულფასოვნად ვმუშაობდი, ვიღებდი გადაცემებს და მხოლოდ მშობიარობამდე ორი კვირით ადრე გავუშვი ჯგუფი შვებულებაში. არაფერი არ წამიკითხავს, ხანდახან ვუსმენდი ბავშვთა ფსიქოლოგებს და ნეიროქოუჩებს, რათა გამეგო, როგორი მიდგომები და თეორიებია ადრეული აღზრდის მიმართულებით.
მჯეროდა, რომ დანარჩენი თავისით მოვიდოდა, გამოცდილებასთან ერთად“, - ამბობს სოფო.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია. ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.

0
თემები:
ქართველი სელებრითები