ქალს თვალები აუხვიეს და... როგორ იცნო დედამ ორი წლის უნახავი შვილი

179
(განახლებულია 22:45 01.04.2021)
ამ კადრების ყურება ცრემლისა და უმძაფრესი ემოციების გარეშე შეუძლებელია. ყველაზე სასტიკი გულიც კი მოლბება იმის დანახვაზე, როგორ უცნაურად ილურსება თვალებახვეული დედა, როცა ორი წლის უნახავ შვილს მხრებზე ხელებს ალაგებს, მერე უცბად იხსნის სახვევს და…

აშშ-ის შტატ ინდიანაში მცხოვრები რაიანი ჯარში წავიდა, გერმანიაში, და მთელი ორი წელი არ ენახა ოჯახი. ყველას ენატრებოდა, განსაკუთრებით, რაღა თქმა უნდა, დედას.

შინ დაბრუნების დრო რომ დადგა, რაიანმა და მისმა დებმა გადაწყვიტეს დედისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. ქალს ერთგვარი თამაში შესთავაზეს: ეზოში დადგმულ სავარძელში ჩასვეს, თვალები აუხვიეს და დაავალეს, ასე თვალახვეულს, ხელის შეხებით გამოეცნო მის წინ მდგომი ადამიანის ვინაობა.

ოჯახის რამდენიმე წევრის ამოცნობის შემდეგ დედის წინ რაიანმა ჩაიმუხლა…

 

179

ადამიანები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე - ვიდეო

23
ამბობენ, რომ ადამიანი საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების მხოლოდ ორიოდე პროცენტს ფლობს. და ამ მაჩვენებლითაც კი ხშირად საოცარ შედეგებს აღწევენ

იხილეთ ვიდეო, რომელიც ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია ადამიანის შესაძლებლობები, თუ ის მათ განსავითარებლად თავდაუზოგავად იშრომებს.

23

როგორ მივაჭედოთ შუშის ბოთლი ხეზე - ვიდეო

74
ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ შუშის ბოთლის ხეზე მიჭედება შეუძლებელია, თუმცა ასეთ ადამიანს შეგიძლიათ ნაძლევიც მოუგოთ

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ვინმეს ეს ტრიუკი ჩაუტაროთ, გახსოვდეთ, შეგიძლიათ ამით გარკვეული თანხაც იშოვოთ. სულ რაღაც მცირედი ეშმაკობაა საჭირო იმისათვის, რომ, ერთი შეხედვით შეუძლებელი, ძალიან მარტივად შეძლოთ.

იმისათვის, რომ გააკვირვოთ გარშემომყოფები, საკმარისია ჩვეულებრივი შუშის ბოთლი და ორი გრძელი ლურსმანი იქონიოთ. კადრებში იხილავთ, როგორ შეიძლება ბოთლის ისე გახვრეტა, რომ არ არ დავამსხვრიოთ და ათასობით ნაწილაკად არ ვაქციოთ. ეს მეთოდი ნამდვილად მუშაობს, მთავარია, რამდენჯერმე წაივარჯიშოთ და, რათქმაუნდა, არ დაგავიწყდეთ უსაფრთხოებისათვის სათვალე და ხელთათმანები.

74
მიკროფონი

ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ

0
(განახლებულია 15:34 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია  პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
ხვიჩია: პარლამენტში კი არა, პარლამენტის შენობაში შევდივართ
„საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყებას ჯერ არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ეს საერთო ოპოზიციური შეთანხმების საკითხია. „გირჩის“ გეგმის შესაბამისად, პარლამენტის შენობაში შევდივართ. თუმცა, ცხადია არ ვღებულობთ მონაწილეობას არც საკანონმდებლო პროცესში, არ ვიღებთ არც ხელფასებს, არც პრემიებს. პარლამენტის შენობიდან უფრო მარტივი გვგონია ქართული ოცნების შეწუხება რომელიმე საკითხზე“, - ამბობს ხვიჩია.

გასულ კვირაში „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

0