პოზნერი თბილისიდან გააგდეს: როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღის აღნიშვნა

79
(განახლებულია 20:59 01.04.2021)
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოს 31 მარტს ეწვია, რათა თავისი 87-ე დაბადების დღე აღენიშნა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ ჩაუშალეს მას დღესასწაული.

ვლადიმირ პოზნერსა და მის თანმხლებ სტუმრებს საქართველოს დატოვება დილაადრიან მოუხდათ ქვეყანაში აგორებული სკანდალის გამო.

ჟურნალისტი გუშინ რესტორან „ვინოტელში“ ვახშმობდა მასთან ერთად ჩამოსულ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, როდესაც ქუჩაში აქტივისტები შეიკრიბნენ და დიდი ხმაურით გააპროტესტეს მანამდე პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა შრომის ინსპექციას მიმართეს საჩივრით, რომ რესტორანი პანდემიის გამო დაწესებულ „კომენდანტის საათს“ არღვევდა.

აქციის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები პოლიციის დაცვით გადაიყვანეს სასტუმრო „რუმსში“, რომლის შენობას აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს. ვლადიმირ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ადრიანი დილით გაფრინდნენ საქართველოდან.

79

იაგუარი VS ნიანგი: საშიში მტაცებლების დაპირისპირება - ვიდეო

5
ველური ბუნება სავსეა მოულოდნელობებით, ხანდახან საფრთხე შესაძლოა მაშინ გაჩნდეს, როდესაც ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი

ველურ ბუნებაში მისი ყველა ბინადრისთვის უამრავი საშიშროება არსებობს, ხანდახან ყველაზე ძლიერი მტაცებლებიც კი აღმოჩნდებიან სხვისი სამიზნეები.

5

ტიტების სამოთხე კეკენჰოფში: მერე რა, რომ ვირუსია...

68
კეკენჰოფის ყვავილთა ბაღი, იგივე Garden of Europe - მსოფლიოში ცნობილი ულამაზესი ბაღნარია ტიტების სამშობლოდ ცნობილ ნიდერლანდებში.

ბაღი ამსტერდამსა და ჰააგას შორის მოქცეულ სანაპიროზე, ქალაქ ლისეშია გაშენებული 32 ჰექტარზე. პარკში 100 სახეობის 4,5 მილიონი ტიტა ხარობს და ყოველი წლის 20 მარტიდან 20 მაისის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან.

აპრილის ბოლოს კეკენჰოფის ბაღში ყვავილების ფესტივალი იმართება ხოლმე, თუმცა უკვე მეორე წელია, ამ „მიწიერი სამოთხით“ ვერავინ ტკბება - ბაღი პანდემიის გამო ვერ იღებს ვიზიტორებს. 

კეკენჰოფში პირველი გამოფენა მისი დაარსების პირველივე წელს, 1840-ში მოეწყო პირველი ქალაქ ლისეს მერის – ლამბოას ინიციატივით.

68
ტურისტები პირბადეებით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

8
დღეს დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 4 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 3 პროცენტს მიუახლოვდა

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 818 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 465 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 75, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, კახეთი - 25, გურია - 18,  მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი - 4,35%, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.478 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.982 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371.

512 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში - 67, იმერეთში - 6, აჭარაში - 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 439 ადამიანი, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 7.057 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16.452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.317 პირი, აჭარაში - 2.314, იმერეთში - 1.180.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 818-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 

8