პირველად 600 წლის განმავლობაში: იაპონიაში საკურა რეკორდულად ადრე აყვავდა ვიდეო

52
(განახლებულია 22:41 31.03.2021)
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ საკურას ნაადრევი ყვავილობა პლანეტაზე კლიმატის ცვლილებებთან არის დაკავშირებული.

საკურას ყვავილობის სეზონი, რომელსაც ქვეყანა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აღნიშნავს ხოლმე, რეკორდულად ადრე დაიწყო. წინა რეკორდი 1409 წელს დამყარდა.

ოსაკას უნივერსიტეტის მიერ შეგროვილი მონაცემების თანახმად, 2021 წელს ყვავილობის სეზონმა პიკს 26 მარტს მიაღწია. 1409 წელს საკურა 27 მარტს აყვავდა.

იასუიუკი აონომ, ოსაკას პრეფექტურის უნივერსიტეტის მკვლევარმა, 812 წლიდან მოყოლებული მონაცემები მოიძია.

ინფორმაციის თანახმად, 1800 წლიდან მოყოლებული ყვავილობის დღე კიოტოში აპრილის შუიდან თვის დასაწყისისკენ ეტაპობრივად ინაცვლებდა.

 

52

ლაიფჰაკები დამწყები და პროფესიონალი მებაღეებისათვის - ვიდეო

14
(განახლებულია 12:50 15.04.2021)
ვიდეოების დიდი ნაწილი მებაღეობის შესახებ გასართობ ხასიათს ატარებს. მათ მილიონობით ნახვა აქვთ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია

მებაღეობა უძველესი და საკმაოდ პოპულარული პროფესიაა, თუმცა ხანდახან ადამიანები მცენარეებს მხოლოდ ჰობიდან და მათდამი სიყვარულიდან გამომდინარე უვლიან. ცხადია, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ გამოდის, ხანდახან მცენარეების დაავადებისგან განკურნება სერიოზულ ცოდნას, გარკვეულ საშუალებებსა და ხრიკებს მოითხოვს.

ვიდეო დაგეხმარებათ როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ მებაღეებს. თქვენ შეძლებთ სახლის პირობებში გაზარდოთ სასურველი მცენარე ისე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ხოლო შედეგით აღფრთოვანებული დარჩეს ყველა, ვინც მათ იხილავს.

14

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

67
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

67
თენგიზ ცერცვაძე

ცერცვაძე: ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა

0
(განახლებულია 13:29 15.04.2021)
სპეციალისტები შიშობენ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანა გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. თუ მოსახლეობა მოსალოდნელ საფრთხეს გაიაზრებს, მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელი გახდება,  განაცხადა თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენდირექტორმა  თენგიზ ცერცვაძემ.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოთხნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწიოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება. 

„თუ ბოლოდე გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკასა და ჯანდაცვის სექტორს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ აიცილებს თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ჰოსპიტალური  სექტორი დადგება.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა კლინიკურ სექტორზე უკვე აისახა. დღითიდღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდ-პაციენტებისთვის  დაახლოებით 2 ათასი თავისუფალი საწოლია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია და პაციენტების მისაღებად მზად არის.

თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და დღეს მოქმედი კოვიდ–შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება, ჯანდაცვის სისტემასა და კლინიკურ სექტორს გაუჭირდება გაზრდილი შემთხვევების მართვა. მათი თქმით, ქვეყანაში  რეგულაციების სრულ გაუქმებაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც მოსახლეობის 60-70% ვაქცინირებული იქნება.
ხელისუფლების წარმომადგნლები და  ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კვლავ  კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ,  მათ შორის, პირბადის სწორად ტარების, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1.030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 292 ათასს გადააჭარბა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები