სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს – ვიდეო

გამოწერა
სამოქალაქო აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან საპროტესტო აქციები გამართეს. რას მოითხოვდნენ აქტივისტები – იხილეთ ვიდეოში.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მოწოდებებს უგულებელყოფს, რომლებიც პოლიტიკური საკითხების პარლამენტში მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის ბოიკოტის გამოცხადება ქვეყნის საბოტაჟია. მათ ოპოზიციას მოლაპარაკებების პროცესში ჩართვისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეებმა ოფისების კედლებზე მიაკრეს სტიკერები საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებით და ეუთოს დასკვნით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ, რის გამოც მათ კონფლიქტი მოუვიდათ „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებთან.

დაძაბული სიტუაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთანაც. პარტიის წევრებმა აქტივისტები ოფისის ეზოში არ შეუშვეს, იქვე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0