მეწყრები საქართველოში: სტიქიური უბედურებები აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში - ვიდეო

გამოწერა
ბოლო დღეებში საქართველოში რამდენიმე მეწყერი ჩამოწვა - მაღალმთიან აჭარასა და მცხეთა-მთიანეთში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. სტიქიური უბედურებების მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში კადრები სტიქიური უბედურების ზონებიდან

გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა მაღალმთიან აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მეწყერმა ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზა დააზიანა. აღდგენითი სამუშაოებისათვის გამოიყო დამატებითი ძალები, გზა უკვე გაწმენდილია და მიმდინარეობს აღდგენა.

კიდევ ერთი მეწყერი ჩამოწვა ცაგერის რაიონში, რამაც ქუთაირი-ცაგერი-ამბროლაურის ცენტრალური ავტომაგისტრალი დააზიანა. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დაჭირდა.

ყველა ახალი ამბავი
0