ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

101
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

101

მეცნიერებმა ობობის ქსელის რხევები მუსიკად გარდაქმნეს ვიდეო

62
(განახლებულია 20:58 16.04.2021)
ობობის ქსელი მწერისთვის არა მხოლოდ სახლი, არამედ სამყაროს აღქმისა და შეგრძნების მთავარი საშუალებაც არის.

ობობების დიდი ნაწილი ბრმაა, თუმცა ისინი სამყაროს რხევების საშუალებით აღიქვამენ.

მათი ქსელი, შესაძლოა მათივე სხეულის ნაწილად მივიჩნიოთ, რადგან, ქსელში ცხოვრების გარდა, ობობები მათ ერთგვარ სენსორებად და სხვა ობობებთან საკომუნიკაციოდ იყენებენ.

მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა ჟღერადობა აქვს ობობის ქსელს და როგორი მოსასმენი იქნება ის ადამიანის ყურისთვის. მათი თქმით, ეს შესაძლოა ახალი მუსიკალური მიმდინარეობის საწყისადაც კი იქცეს. სამომავლოდ კი მეცნიერები ამ გზით ობობებთან კომუნიკაციის დამყარებას შეეცდებიან.

62

LEXUS-ის ექსპერიმენტი და შეშინებული ურჩი მძღოლები ვიდეო

44
(განახლებულია 17:25 16.04.2021)
ავტომწარმოებელმა კომპანია LEXUS-მა გადაწყვიტა თვალსაჩინოდ ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ავტომობილის მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობა შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.

საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობისას ადამიანი საშუალოდ 4,6 წამის განმავლობაში ადუნებს ყურადღებას.

ექსპერიმენტის ავტორებმა მსურველი მძღოლები ტესტ-დრაივზე მიიწვიეს, თუმცა ავტომობილის მინებს უხილავი ფირი გადააკრეს, რომელიც დისტანციურად იმართებოდა და მანქანაში მყოფებს ხილვადობას უზღუდავდა სწორედ 4,6 წამის განმავლობაში.

44
სიცილია, ეოლიის კუნძულები

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

0
(განახლებულია 14:12 16.04.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 17 აპრილია, შაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.

აუცილებლად გამოიყენეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობები. ემოციები ღრმა და ძლიერი იქნება, მაგრამ საკმარისია სულიერი წონასწორობის შენარჩუნება და მაშინ შეუძლებელი არაფერი იქნება, ყველაფერი ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. ამ დღის პრიორიტეტებია სიყვარული, ურთიერთობები, ფული. მთავარია, ბრმად არ მიჰყვეთ გრძნობებს და ყველა შესაძლოა შედეგი წინასწარ გათვალოთ.

ზოდიაქო: მამაკაცის ხიბლის 12 ელფერი>>

ვერძი: დღეს ემოციებისა და ურთიერთობების მორევში გადაეშვებით. იმდენად ამაღლებული განწყობით იქნებით, რომ მზად ხართ მოულოდნელი და იმპულსური ქმედებებისთვის. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს: უეცარი გრძნობები, ახალი ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილებები, ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, როგორც არ უნდა გინდოდეთ მოდუნება, თავი მაინც არ დაკარგოთ და კონტროლი ხელიდან არ გაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის ალბათობა იმისა, რომ რაღაცის ზღვარი დაარღვიოთ.

კურო: არაა გამორიცხული, რომ დღეს ისეთი ცუდი გრძნობების გამოვლინებებს წააწყდეთ, როგორიცაა სიხარბე ან შური. შესაძლოა, ეს თქვენკენ იყოს მომართული, ან თავად იგრძნოთ შური ვინმეს მიმართ. დღემ რომ მშვიდად ჩაიაროს, ეცადეთ, დღეს თავი აარიდოთ ისეთ ადამიანებთან შეხვედრებს, რომელთაც თქვენზე მეტი შემოსავლები ან წარმატებები აქვთ. ამასთან, არ ღირს საკუთარი გამარჯვებების სახალხოდ გამოფენა, რომ ამან სხვებში არ გამოიწვიოს შური.

ტყუპი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტი მოგცემთ მიმართულებას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა მეგობრებთან ნაძლევის დადება ან ფსონის ჩამოსვლა კაზინოში. აზარტი, პირველ რიგში, გამოვლინდება თქვენს სურვილში, რომ რაღაც სხვებზე უკეთესად გააკეთოთ. მეტოქეობა, გამოგონილი იქნება ეს თუ რეალური, ბიძგს მოგცემთ როგორც სამუშაოზე, ისე ყოფასა და სიყვარულში, დაგეხმარებათ უფრო კარგი შედეგების მიღებაში.

კირჩხიბი: არაა გამორიცხული, რომ დღევანდელი მოვლენების წყალობით ჩიხში მოექცეთ, ან ნამდვილ ამოუცნობ საიდუმლოს შეეჯახოთ. რას იზამთ, დღეს ინტუიცია ჭარბობს ლოგიკას. რა გამოცანის ამოხსნასაც არ უნდა ეცადოთ, ამის გაკეთება დედუქციის წყალობით გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით, სწორი დასკვნების გამოტანისთვის საჭირო ფაქტები არ გეყოფათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ინტუიცია შეავსებს, რომელიც სათანადო სიმაღლეზე იქნება.

ლომი: დღეს განწყობა გაქვთ ისეთი, რომ რაღაც ახლის გამოცდაზე უარს არ იტყოდით. შეიძლება ეს იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნის მიღების წყურვილი ან სიყვარული. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, ნამდვილად ღირს, რომ მასთან გაატაროთ საღამო და ჩვეულ სცენარს გადაუხვიოთ. თუ მარტოხელა ბრძანდებით, დღე გაძლევთ ახალი ნაცნობობისა და თამამი ექსპერიმენტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მთელი სიმძლავრით იმუშავებს და ეს შეგიძლიათ შემოქმედებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული: დღეს შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების ჩვეულ ტემპში შესრულება. ყურადღება ყველაფერმა შეიძლება გაგიფანტოთ – გარშემომყოფებმა, მოვლენებმა, თქვენმა აკვიატებულმა აზრებმა. ამ გონებაგაფანტულობის გამო, არაა გამორიცხული, ყველა საქმე ჩაგეშალოთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის „გამოსწორება“, სჯობს, პატარა ტაიმ–აუტი აიღოთ. დასვენება და გართობა გჭირდებათ, საქმეები კი მოიცდის.

სასწორი: დღეს ვარსკვლავცები მთლიანად თქვენ მხარეს არიან. ფორტუნა გაგიღიმებთ, ასე რომ, მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შესაძლოა, გაგიმართლოთ სიყვარულში, ან მიიღოთ თანხა, რომლის იმედიც არ გქონდათ. არც ისაა გამორიცხული, რომ რაღაც სასიამოვნო სიახლის შესახებ შეიტყოთ. თუ აპირებთ გეგმის განხორციელებას, რომელშიც იღბლიანობასაც უნდა ენდოთ, ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა.

მორიელი: დღეს თქვენი მოთმინების ფიალა ფიალა კი არა, ჩაის კოვზზე პატარაა. თუ სხვა დროს რამე მოვლენას ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით, დღეს ამან წყობილებიდან შეიძლება გამოგიყვანოთ. ეს განსაკუთრებით ეხება ირონიას (თუნდაც მეგობრულსა და უწყინარს), ასევე კრიტიკას გარშემომყოფების მხრიდან. იმისთვის, რომ თქვენი არცთუ პოზიტიური ემოციები ვინმეზე არ გადატყდეს ჯოხივით, სჯობს, თუ მათ უსაფრთხო კალაპოტში მიმართავთ, მაგალითად, ფიზიკურ ვარჯიშში – ირბენთ, აუზში იცურავებთ და ა.შ.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფებს ტყუილად ექნებათ იმედი, რომ ლოგიკურად იმოქმედებთ. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი რკინისებრი არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. მთელი დღესურვილების ტყვეობაში იქნებით, თან ისე, რომ ზოგიერთ ნაბიჯს თქვენ თვითონაც ვერ მოუძებნით ახსნას. წამიერი სურვილების აყოლით რომ შეცდომები არ დაუშვათ, სჯობს, მოუსმინოთ მეგობრებსა და ახლობლებს. უბრალოდ, სიტყვაზე ენდეთ – გვერდიდან ყველაფერი უფრო კარგად მოჩანს.

თხის რქა: დღეს რაღაც მოვლენებს, შესაძლოა, იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭოთ, ვიდრე ისინი ამას იმსახურებს: მომძლავრებული ემოციურობის გამო ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კონტრასტულ ფერებში დაინახავთ, ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან პირიქით, უხასიათოდ შეიქმნეთ. ამასთან, ზედმეტი ყურადღება შეიძლება მიაქციოთ რაღაც მინიშნებებს, თანხვედრებს. თუ შეძლებთ თქვენი მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, მაშინ დღე ალზე საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება.

მერწყული: თუ მოინდომებთ, დღეს საჭირო ადამიანებზე სათანადო შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ თავი მომგებიანად წარმოაჩინოთ ხელმძღვანელობის, კოლეგების ან ახლობელი ადამიანების წინაშე. ეს სცენარი რომ განვითარდეს, ამისთვის საკმარისია, მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ, არ მოგერიდოთ გარშემომყოფებისთვის თქვენი ნიჭის ჩვენება, უნარის, რომ შეგიძლიათ სწორად მოქმედება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე არასტანდარტულ გარემოშიც კი.

თევზები: დღეს არის რისკი, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც მოვლენების ან, შესაძლოა, ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ ჩართული. გარშემომყოფები, იხელმძღვანელებენ რა თავიანთი მიზნებით, თქვენით მანიპულირებას შეეცდებიან. შესაძლოა, შემოგთავაზონ რაღაც მოვლენაში მონაწილეობა, ან გაგიზიარონ ჭორები, რომ შემდეგ ეს ინფორმაცია გაავრცელოთ. ასეა თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შორს დაიჭიროთ სხვისი საქმეებისგან.

0