ოპოზიციამ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ მიტინგი გამართა - ვიდეო

101
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამშაბათს „ნაცმოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. რა ხდებოდა დედაქალაქის ცენტრში - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

თავდაპირველად მომიტინგეები კანცელარიის შენობასთან მივიდნენ. როგორც ცნობილია, ნიკა მელიას დაკავების შესახებ განკარგულება ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. სპეცოპერაცია დილით ჩატარდა. საპასუხოდ სრულიად ოპოზიციამ პროტესტი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგის შემდეგ დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ორი დიდი კარავი გაშალეს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე რამდენჯერმე შეუშალა ხელი რუსთაველზე კარვების გაშლაში.

აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. მიტინგი სამ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. კარვებშიოპოზიციის აქტივისტები მორიგეობას განაგრძობენ. გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მთელი ღამის განმავლობაში კარავში იქნება და არსად წავა.

101

ოპოზიციამ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი გამოიყვანა - ვიდეო

41
თბილისის ცენტრში ოპოზიციამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მასობრივი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გამართეს. ისინი აპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებას და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა კოსტავას ქუჩიდან დაიწყეს პარლამენტის მიმართულებით. მათ ხელში ეჭირათ ბანერი აქციის მთავარი გზავნილით „თავისუფლებისთვის“.

სახელმწიფომ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებულები არიან პოლიციის თანამშრომლები. პოლიციელები ასევე პატრულიერებენ აქციაზე წესრიგის უზრუნველსაყოფად.

მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე და მას უკანონოდ მიიჩნევს. ამის გამო მას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი სასამართლოს განაჩენიდან ექვსი დღის შემდეგ დააკავეს, რასაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოყვა. აქციამდე გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მზად არიან მელიას ახალი გირაო შეუფარდონ, თუ ის ძველს აგდაიხდის. ნიკა მელია არცერთი გირაოს გადახდას არ აპირებს.

 

41

6 წლის სიმსივნიანი გოგონას ასრულებული ოცნება: მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი პოლიციელი

24
ტეხასელი ექვსი წლის ებიგეილ არიასი თირკმელების კიბოს ებრძვის. ქალაქის პოლიციის სამმართველომ გადაწყვიტა, ებიგეილის ოცნება აესრულებინა და ის პოლიციის რიგებში ყველა წესის დაცვით მიიღეს

ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა) თირკმელების იშვიათი სიმსივნეა ბავშვებში, რომელიც პატარა გოგონას ჯანმრთელობას გაორმაგებული ძალებით უტევს, მედიცინა კი მის წინაშე უძლურია.

"მე კიბო მაქვს, ცუდი ბიჭები ახლა ჩემ ფილტვებში არიან და გვიტევენ", – ამბობს ებიგეილი.

მრავალკვირიანი განცდებისა და ნერვიულობის შემდეგ ექიმებმა ბავშვის მშობლებს მასთან გატარებული დროით დატკბობა ურჩიეს. 

"რომ გამოიარო ეს ყველაფერი და გააცნობიერო, რომ არაფერი შეგიძლია საკუთარი შვილის გადასარჩენად, როგორც მშობლისთვის, ეს ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გადატანა", – თქვა ებიგეილის მამამ რუბენ არიასმა.

ოჯახმა გასული წლის დეკემბერში ფრიპორტის პოლიციის უფროსი რეი გარივეი გაიცნო და დაუახლოვდა. პატარა გოგონამ მას ოცნება გაუმხილა, უთხრა, რომ პოლიციელობა სურდა... 

და რეი გარივეიმ გოგონასთვის უნიფორმა შეაკერინა. 7 თებერვალს კი ებიგეილმა ფიცი დადო ახლობლების, პოლიციელებისა და რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების თანხლებით.

 

24
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

0
(განახლებულია 19:03 26.02.2021)
ფორუმის მიზანია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა.

 

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის  საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150–ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.

0
თემები:
ქართული დიასპორა