ნიკა მელია დაკავებულია: „ნაცმოძრაობის“ ოფისის შტურმი თბილისში ვიდეო

112
(განახლებულია 14:19 23.02.2021)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია შსს-ს თანამშრომლებმა დილით ადრე პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

სამშაბათს პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ალყა შემოარტყა. ამწეებისა და კიბეების საშუალებით სპეცრაზმის წევრებმა შენობაში შეაღწიეს ფანჯრებიდან და სახურავიდან, პოლიციელების დიდი ნაწილი შენობაში მთავარი შესასვლელიდან შევიდა. 

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ განაგრძობს ბრძოლას და მისი დაკავება „ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დასასრულია“. მანამდე თბილისის სასამართლომ მელიას დაკავება მიუსაჯა, რადგან ის 2019 წლის 20–21 ივნისს თბილისში მომხდარი არეულობის ორგანიზებაშია ბრალდებული.

მელიამ უარი თქვა განმეორებითი გირაოს გადახდაზე. პროკურატურამ მოითხოვა, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანონ გამოძიების პერიოდში. 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და მხარდამჭერებთან ერთად საკუთარ ოფისში გამოიკეტა.

112

ფუტსალში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაში ქართველებმა გაიმარჯვეს ვიდეო

34
თბილისში საქართველოსა და სომხეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა. იხილეთ ევრო 2022–ის შესარჩევი მატჩის კადრები

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ანგარიშით 5:0 დაამარცხა სომხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში.

ანგარიში თამაშის პირველივე წუთებზე გახსნეს ქართველმა სპორტსმენებმა. პირველი ტაიმი ანგარიშით 2:0 დასრულდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით.

საქართველოს და სომხეთი ნაკრებების შემდეგი შეხვედრა, რომლებიც მეორე შესარჩევ ჯგუფში რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებთან ერთად შედიან, 10 მარტს გაიმართება ერევანში.

34

ყველაზე დიდი აფეთქებები მსოფლიოს ისტორიაში - ვიდეო

39
ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე უამრავი აფეთქება მომხდარა, რომელთაგან ნაწილი საომარი ქმედებების შედეგი იყო, ნაწილი კი - უბედური შემთხვევა

ნაგასაკიში 1945 წელს აფეთქებული „მსუქანი კაცის“ (Fat Man) სიმძლავრე 20 კილოტონს შეადგენდა. მან მომენტალურად შეიწირა 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე. დღეისათვის მასზე 5-ჯერ უფრო ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც კი არსებობს.

თუმცა 1961 წელს საბჭოთა კავშირმა გამოსცადა „ცარ-ბომბა“ (ბომბების მეფე), რომელიც ისტორიაში ყველაზე დიდი ხელოვნური აფეთქება იყო. მისი სიმძღლავრე 50 000 კილოტონს შეადგენდა, ანუ 50 მეგატონს.

 

39
კორონავირუსის ეპიდემია

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
(განახლებულია 11:44 06.03.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 355-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია.

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,6%-ს, ბოლო 7 დღის - 1,44%-ს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.737 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12.307, PCR ტესტით - 7.430.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 355 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 176 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 48, შიდა ქართლი - 30, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 19, აჭარა - 17, გურია - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10, ქვემო ქართლი - 8, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 91 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266.344-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.567-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.680 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.387 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 688, იმერეთში - 233, აჭარაში - 158.

267 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 79 პირი, მათგან თბილისში - 54, იმერეთში - 9, აჭარაში- 2.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 142 ადამიანი, მათ შორის 102 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს 1.151 პირი გადის.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 153, ხოლო აჭარაში - 19. თვითიზოლაციაში იმყოფება 6.174 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2.789 პირი, იმერეთში - 691, აჭარაში - 560.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა საერთო რიცხვმა 272.617-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 266.344 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 91), გარდაიცვალა – 3.567  (ბოლო 24 საათში – 4).

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0