უნიკალური ვიდეოკადრები: ზღვის ეშმაკი ოკეანის ყველაზე იდუმალი ბინადარი

35
ბიოლოგებმა საზოგადოებას გააცნეს ვიდეო, რომელზეც მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი თევზის – ზღვის ეშმაკის წყვილია აღბეჭდილი

ვიდეოკადრებზე, რომელიც აზორის კუნძულების სიახლოვეს 800 მეტრის სიღრმეზე წყალქვეშა აპარატითაა გადაღებული, ჩანს მდედრი ზღვის ეშმაკი, რომელსაც მინიატურული მამრი ჰყავს აკრული.

ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვიდეო დიდი მნიშვნელობისაა, ვინაიდან მანამდე ზღვის ამ ბინადართა შესახებ ინფორმაციას ისინი მხოლოდ ბადეებში შემთხვევით გაბმული ეგზემპლარებისგან იღებდნენ.

"ამ თევზების შესწავლას ცხოვრების უმეტესი ნაწილი მივუძღვენი, მაგრამ აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს", — ამბობს ბიოლოგიის დოქტორი ტედ ფიჩი.

სწავლულები გააოცა იმ ფაქტმა, რომ კადრში მოხვედრილი თევზის ფარფლები ანათებდა. მათთვის ჯერჯერობით გაუგებარია, ეს პროჟექტორების სინათლე ირეკლებოდა, თუ თავად ზღვის ეშმაკი გამოსცემდა შუქს.

 

35

სამყარო მუსიკის გარეშე: როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? - შემეცნებითი ვიდეო

7
გიყვართ მუსიკა და სიმღერა? წარმოგიდგენიათ სამყარო მათ გარეშე? ალბათ ჩვენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი მელოდია, არანაირი რიტმი, საერთოდ არაფერი, რაც ადამიანის ყურს ასე ძალიან სიამოვნებს, სხეული კი მას, ხანდახან, ძალაუნებურად ყვება რიტმულად.

მუსიკის გარეშე არ იარსებებდა უამრავი კულტურა, ადამიანებს არ ეცოდინებოდათ ცეკვა და სიმღერა, ფილმები კი მეტისმეტად მოსაწყენი და ნაკლებად სანახაობრივ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.

რატომ შექმნა ადამიანმა მუსიკა? აქვს თუ არა მას გავლენა ჩვენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე? რა დატვირთვა აქვს მუსიკას ჩვენს ყოველდღიურობაში? ამ ყველაფერზე პასუხს ვიდეოდან მიიღებთ.

7

ძლიერი მიწისძვრა და ნგრევა საბერძნეთის თესალიაში ვიდეო

62
(განახლებულია 15:45 04.03.2021)
ოთხშაბათს ცენტრალურ საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც სოფელ დამასში და მთელ თესალიის რაიონში შენობების ნგრევა მოჰყვა.

რეგიონში ასობით შენობას მიადგა სერიოზული ზიანი, ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლება საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სანამ საბერძნეთის სამხედრო ძალები კარვებს შლიან.

დამასში მოსახლეობა ფეხბურთის სტადიონზე შეიკრიბა ახალი ბიძგების საშიშროების გამო.

„მე მინდორში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი, მადლობა ღმერთს, სახლიდან ბაღში გავიდა, ჩვენი შვილებიც სკოლაში იყვნენ და ისინი გადარჩნენ. შეშინებული სახლისკენ გავემართე, როდესაც მივუახლოვდი, გარშემო მტვრის ღრუბელი დავინახე და შევემზადე იმისთვის, რაც შეიძლებოდა მენახა“, – იხსენებს ადგილობრივი მკვიდრი.

სერიოზულად დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.

62
მაკარონის ნაწარმი

შეცდომები მაკარონის ხარშვისას: როგორ მოვამზადოთ იდეალური სპაგეტი

0
(განახლებულია 16:23 04.03.2021)
ცნობილი იტალიელი მზარეულები განმარტავენ, რა შეცდომებს ვუშვებთ სპაგეტის მომზადებისას და როგორ უნდა მოვხარშოთ მაკარონი

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. სპაგეტის მომზადებისას ადამიანები ბევრ შეცდომას უშვებენ, რის გამოც ის უგემური გამოდის, აცხადებს იტალიელი მზარეული, კულინარიული წიგნების ავტორი და ტელეწამყვანი სილვია კალოკა.

მთავარ შეცდომებს  შორის სპეციალისტმა ერთ–ერთ უპირველესად ის ფაქტი დაასახელა, რომ ზოგი შუაზე ამტვრევს მაკარონებს, ვინაიდან ისინი ქვაბში არ ეტევა. ამ დროს კი, რაც უფრო გრძელია სპაგეტი, მით მარტივად ეხვევა ჩანგალზე და ამასთან არც სოუსი წვეთავს.

მზარეულის თქმით, სპაგეტი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიმტვერეს, თუ მას სუპში ამატებთ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში სჯობს უფრო მოზრდილი ჭურჭელი გამოიყენოთ და სპაგეტი მთელი სიგრძით მოათავსოთ მასში.

სილვია კალოკას თქმით მეორე შეცდომა — ეს სპაგეტის ხარშვისას წყალში ზეთის დამატებაა, რასაც ხშირად მიმართავენ დიასახლისები იმის იმედით, რომ მაკარონები ერთმანეთს არ შეეწებება.

„თუ წყალში ზეთს დაამატებთ, ის უბრალოდ ზემოთ ამოტივტივდება და როდესაც წყალს გადაწურავთ, ფენად გადაეკვრება სპაგეტის. ეს კი ხელს შეუძლის მაკარონებს სოუსით გაჟღენთვაში“, — განმარტა მზარეულმა.

კოლოკას თქმით, იმისათვის, რომ მაკარონების შეწებება თავიდან ავირიდოთ, სჯობს ხარშვის პროცესში რამდენჯერმე ჩავამატოთ წყალში მარილი და კარგად მოვურიოთ.

ამასთან, სპეციალისტი გვირჩევს, რომ მაკარონი ყოველთვის მაღალ ცეცხლზე მოვხარშოთ, რათა წყალი გამუდმებით დუღილის რეჟიმში იყოს და სპაგეტი წებოვან მასად არ გადაიქცეს.

ამასთან მაკარონი მაშინ უნდა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გადავუწუროთ წყალი, როცა გვეჩვენება, რომ სრულ მომზადებას ერთ–ორი წუთი აკლია — შერჩენილი სითბო მზადების პროცესს ბოლომდე მიიყვანს.

კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, მიშლენის ვარსკვლავებით დაჯილდოებული რესტორნების შეფ–მზარეული ანდრეა ტრანჩერო აცხადებს, რომ მოხარშვის შემდეგ მაკარონისთვის ცივი წყლის გადავლება უდიდესი შეცდომაა.

მისი განმარტებით, ეს სახამებელს აშორებს მაკარონს, რაც რეალურად თქვენს კერძს მხოლოდ გემრიელსა და აბრეშუმივით ნაზს ხდის.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები