თბილისის ცენტრში კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი აქცია გაიმართა

1075
თბილისის ცენტრში დღეს ხმაური იყო - რუსთაველის გამზირზე ავტომობილების კოლონამ მსვლელობა გამართა საყვირების თანხლებით, შემდეგ კი რესპუბლიკის მორედანზე შეიკრიბნენ. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კვირას აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები - თავდაპირველად ტაქსის მძღოლები და სატრანსპორტო კოპანიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და საწვავზე ფასის ზრდა გააპროტესტეს, შემდეგ მათ შეუერთდნენ ტურისტული სფეროს და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები.

რესპუბლიკის მოედანზე გამართული მიტინგის მონაწილეები მოითხოვდნენ კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას, ბიზნესის ამუშავებას, საბავშვო ბაღებისა და გასართობი ობიექტების ამუშავებას, ასევე კულტურული ღონისძიებების ჩატარების საშუალებას. დემონსტრანტებმა ასევე გააპროტესტეს საწვავის მზარდი ფასი.

საპროტესტო აქციის მონაწილეების ავტომობილებმა მთელი მოედანი დაიკავა. პოლიცია გამვლელ ავტომობილებს შემოვლითი გზისკენ უშვებდა. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მისი მიმდინარეობის განმავლობაში ექსცესებსა და შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.

1075

ოფისში გასაუბრების დროს კატასტროფა მოხდა: LG-ის ხარისხი

18
კომპანია LG Electronics-მა საკუთარი, IPS-მონიტორიანი ტელევიზორების უპირატესობის დასამტკიცებლად არაერთხელ მიმართა ძალზე ორიგინალურ მეთოდს. აქ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ.

მოქმედება სადღაც, ჩილეს რომელიღაც ოფისში ხდება, სადაც სამსახურის დაწყების მსურველები გასაუბრებაზე მიდიან. ისინი ოთახში შედიან და ინტერვიუერის წინ, დიდი ფანჯრის პირდაპირ სხდებიან, საიდანაც ქალაქის ხედი ჩანს. ოღონდ სინამდვილეში ეს ფანჯარა კი არა, LG Electronics-ის ტელევიზორია, რომელიც მალე საშინელი სურათების ჩვენებას დაიწყებს…

18

შეყვარებულების პრობლემა გადაჭრილია: სპეციალური ლეიბი ჩახუტებული ძილისთვის

63
(განახლებულია 10:22 28.02.2021)
ცოლ-ქმარი თუ შეყვარებული წყვილები ხშირად კამათობენ და არც მცირე ხნით გაბუტვას ერიდებიან ხოლმე იმის გამო, რომ კაცს ან ქალს მეორე ნახევართან ჩახუტებული ძილი არ შეუძლია.

განა არ უნდა, არ შეუძლია, იმიტომ რომ სხეული უბუჟდება, სისხლის მიმოქცევა უჩერდება და ტკივილები ეწყება.

ირანელ დიზაინერ მეჰდი მოთაბვის ან თავად ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, ან სხვებისგან არაერთხელ სმენოდა ამ თემაზე საჩივრები და… პრობლემაც გადაჭრა — შეყვარებულების ლეიბი, ანუ Love Mattress შექმნა.

ეს ძალიან მოხერხებული ერგონომიკული კონსტრუქციის ორსაწოლიანი მატრასია, ადამიანის აგებულებასა და მისი ძილის პოზებს მორგებული.

კონსტრუქციის ერგონომიკულობა იმაში მდგომარეობს, რომ მატრასი ზოლ-მოდულებისგან შედგება, რომლებშიც ხელის გაყოფაც შეიძლება, ფეხისაც და მხრისაც, რაც ყველანაირ დაბუჟება-ტკივილს აგაცილებთ.

თავად ნახეთ, რა ელეგანტურად გადაჭრა პრობლემა ირანელმა დიზაინერმა.

 



63
მტკვარი

კრწანისის ტყე-პარკში სარწყავი წყლის სატუმბი სადგური შენდება

0
(განახლებულია 16:35 28.02.2021)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყე-პარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს.

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.

აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში,  მოეწყო 100 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს.

„ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, -აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

კრწანისის ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა და  მისი შექმნის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება იყო. ბოლო ათწლეულებში პარკის მწვანე საფარი მოუვლელობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.

0