თბილისელებმა ვაკის პარკში მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს - ვიდეო

50
თბილისელებმა ვაკის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამართეს „პარტიზანმა მებაღეებმა“ მიტინგი პარკის მიმდებარედ შაბათს

მოძრაობის აქტივისტები მოითხოვენ შეჩერდეს პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა. მათი აზრით, ტერიტორიის განაშენიანების გეგმა შესაძლოა კვლავ არსებობდეს.

პარკში დაწყებული რეაბილიტაცია ასევე უკმაყოფილების მიზეზად იქცა. აქტივისტებმა ქალაქის ხელისუფლებას განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს გარანტია, რომ პარკში არ განხორციელდება არავითარი სამშენებლო სამუშაოები, მოთხოვნებში ასევე შედიოდა პარკის ეტაპობრივი რეაბილიტაცია, რათა მისი დაკეტვა არ გახდეს საჭირო.

ადრე „პარტიზანი მებაღეების“ მოძრაობა მრავალი წლის განმავლობაში მართავდა საპროტესტო აქციებს ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის წინააღმდეგ. გადაწყდა მშენებლობის შეწყვეტა, თუმცა აქტივისტები ირწმუნებიან, რომ ადგილი, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა, ისევ შემოღობილია და არ არის გამორიცხული, რომ იქ მშენებლობა დაიწყოს.

 

50

6 წლის სიმსივნიანი გოგონას ასრულებული ოცნება: მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი პოლიციელი

19
ტეხასელი ექვსი წლის ებიგეილ არიასი თირკმელების კიბოს ებრძვის. ქალაქის პოლიციის სამმართველომ გადაწყვიტა, ებიგეილის ოცნება აესრულებინა და ის პოლიციის რიგებში ყველა წესის დაცვით მიიღეს

ვილმსის სიმსივნე (ნეფრობლასტომა) თირკმელების იშვიათი სიმსივნეა ბავშვებში, რომელიც პატარა გოგონას ჯანმრთელობას გაორმაგებული ძალებით უტევს, მედიცინა კი მის წინაშე უძლურია.

"მე კიბო მაქვს, ცუდი ბიჭები ახლა ჩემ ფილტვებში არიან და გვიტევენ", – ამბობს ებიგეილი.

მრავალკვირიანი განცდებისა და ნერვიულობის შემდეგ ექიმებმა ბავშვის მშობლებს მასთან გატარებული დროით დატკბობა ურჩიეს. 

"რომ გამოიარო ეს ყველაფერი და გააცნობიერო, რომ არაფერი შეგიძლია საკუთარი შვილის გადასარჩენად, როგორც მშობლისთვის, ეს ძალიან რთულია. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამის გადატანა", – თქვა ებიგეილის მამამ რუბენ არიასმა.

ოჯახმა გასული წლის დეკემბერში ფრიპორტის პოლიციის უფროსი რეი გარივეი გაიცნო და დაუახლოვდა. პატარა გოგონამ მას ოცნება გაუმხილა, უთხრა, რომ პოლიციელობა სურდა... 

და რეი გარივეიმ გოგონასთვის უნიფორმა შეაკერინა. 7 თებერვალს კი ებიგეილმა ფიცი დადო ახლობლების, პოლიციელებისა და რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო საშუალების თანხლებით.

 

19

ცხოვრება 100 წლის შემდეგ როგორი იქნება სამყარო? ვიდეო

91
(განახლებულია 21:20 25.02.2021)
გსურთ გაიგოთ, თუ რა შეიცვლება100 წლის შემდეგ? მაშინ შემოთავაზებული ვიდეო თქვენთვისაა

ადამიანს აინტერესებს მომავალი – აინტერესებს, როგორი იქნება ცხოვრება 10, 20 და მეტი წლის შემდეგ; რა ტექნოლოგიები იარსებებს, რა მასალისგან დამზადდება ავტომობილები თუ სამოსი, როგორი იქნება არქიტექტურა...

 

91
კომპიუტერთან

ვირტუალური ხელოვნება: საქართველოში იწყება ახალი პროექტი „პირველი არხი სცენა“

0
(განახლებულია 12:39 26.02.2021)
პროექტი გააერთიანებს ყველა საინტერესო მოვლენასა და ადამიანს კინოს, თეატრის, მუსიკის, სახვითი ხელოვნების, ქორეოგრაფიისა და ხელოვნების სხვა სფეროებიდან

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იწყებს ახალ პროექტს „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ერთ ციფრულ პლატფორმაზე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს.

როგორც პირველი არხის განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიის გამო ხელოვნების  სფეროს თვითგამოხატვის ხელმისაწვდომი ფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ ახალ ონლაინ–ალტერნატივას სთავაზობს.

პირველი არხი – სცენა“ – ესაა ვირტუალური სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მოისმინოს კონცერტი ქართველი შემსრულებლების შესრულებით, ნახოს ქართული ფილმები, თეატრალური დადგმები, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების გამოფენები და ნამუშევრები. გარდა ამისა, პორტალზე იქნება სხვადასხვა კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციაზე დასწრების შესაძლებლობა ვირტუალური ბილეთის საშუალებით, ასევე დაინტერესებულ პირებს აქვთ თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა, რათა დაეხმარონ ხელოვნების სფეროების წარმომადგენლებს.

ორგანიზატორებმა უკვე დააანონსეს პროექტის პირველი ცოცხალი კონცერტი, ესაა „ჯაზის საღამო“, რომელიც 28 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ JANNGO, ნინი ნუცუბიძე, ანა დოი, ბექა გოჩიაშვილი, ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე.

0
თემები:
საქართველო და კულტურა