უძველესი აჭარული „განდაგანა“ Malfoof-ის შესრულებით

107
Malfoof — ეს უნიკალური მუსიკალური ჯგუფია, რომელიც ფოლკლორულ მუსიკალურ ტრადიციებსა და შესრულების თანამედროვე ტექნიკას აერთიანებს

ჯგუფის რეპერტუარშია ძველ ტექსტებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ორიგინალურ ენაზე ასრულებენ უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების თანხლებით.

იხილეთ ჯგუფის მიერ შესრულებული აჭარული „განდაგანა“, რომელიც Malfoof-მა საკუთარ ვებ-გვერდზეც განათავსა და "იუთუბზეც" ატვირთა.

ამ დროისათვის ვიდეორგოლს "იუთუბზე" 129 435 ნახვა აქვს.

 

107

ოფისში გასაუბრების დროს კატასტროფა მოხდა: LG-ის ხარისხი

18
კომპანია LG Electronics-მა საკუთარი, IPS-მონიტორიანი ტელევიზორების უპირატესობის დასამტკიცებლად არაერთხელ მიმართა ძალზე ორიგინალურ მეთოდს. აქ ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ.

მოქმედება სადღაც, ჩილეს რომელიღაც ოფისში ხდება, სადაც სამსახურის დაწყების მსურველები გასაუბრებაზე მიდიან. ისინი ოთახში შედიან და ინტერვიუერის წინ, დიდი ფანჯრის პირდაპირ სხდებიან, საიდანაც ქალაქის ხედი ჩანს. ოღონდ სინამდვილეში ეს ფანჯარა კი არა, LG Electronics-ის ტელევიზორია, რომელიც მალე საშინელი სურათების ჩვენებას დაიწყებს…

18

შეყვარებულების პრობლემა გადაჭრილია: სპეციალური ლეიბი ჩახუტებული ძილისთვის

58
(განახლებულია 10:22 28.02.2021)
ცოლ-ქმარი თუ შეყვარებული წყვილები ხშირად კამათობენ და არც მცირე ხნით გაბუტვას ერიდებიან ხოლმე იმის გამო, რომ კაცს ან ქალს მეორე ნახევართან ჩახუტებული ძილი არ შეუძლია.

განა არ უნდა, არ შეუძლია, იმიტომ რომ სხეული უბუჟდება, სისხლის მიმოქცევა უჩერდება და ტკივილები ეწყება.

ირანელ დიზაინერ მეჰდი მოთაბვის ან თავად ჰქონდა მსგავსი მწარე გამოცდილება, ან სხვებისგან არაერთხელ სმენოდა ამ თემაზე საჩივრები და… პრობლემაც გადაჭრა — შეყვარებულების ლეიბი, ანუ Love Mattress შექმნა.

ეს ძალიან მოხერხებული ერგონომიკული კონსტრუქციის ორსაწოლიანი მატრასია, ადამიანის აგებულებასა და მისი ძილის პოზებს მორგებული.

კონსტრუქციის ერგონომიკულობა იმაში მდგომარეობს, რომ მატრასი ზოლ-მოდულებისგან შედგება, რომლებშიც ხელის გაყოფაც შეიძლება, ფეხისაც და მხრისაც, რაც ყველანაირ დაბუჟება-ტკივილს აგაცილებთ.

თავად ნახეთ, რა ელეგანტურად გადაჭრა პრობლემა ირანელმა დიზაინერმა.

 



58
საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი. თბილისის „დინამო“ - „სამგურალი“

საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

0
2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი ორ წრეში გაიმართება

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის 33-ე ჩემპიონატი თბილისის „დინამოს“ და „სამგურალის“ დაპირისპირებით დაიწყო.

გახსნის მატჩში თბილისის „დინამოელებმა“, რომლებიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები არიან, ეროვნულ ლიგაში ახალბედა წყალტუბოელებს ვერ აჯობეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„სამგურალი“ სერგო კუხიანიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ 30-ე წუთზე დაწინაურდა. „დინამოელებმა“ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმის შუაში შეძლეს. ლუკა გაგნიძის ჩაწოდებით თაური დარტყმა გიორგი გაბედავამ შეასრულა.

პირველი სათამაშო დღის მეორე მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ მინიმალური ანგარიშით მოუგო ქუთაისის „ტორპედოს“ (1:0). შეხვედრის ერთადერთი გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

პირველ ტურში ასევე გაიმართება მატჩები: „თელავი“ – „სამტრედია“, „დილა“ (გორი) – „შუქურა“ (ქობულეთი), „ლოკომოტივი“ (თბილისი) – „საბურთალო“ (თბილისი).

2021 წლის სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნულ ლიგაში მონაწილეობს 10 კლუბი, ტურნირი გაიმართება ორ წრეში, მეტოქეები ერთმანეთს შინ და გასვლაზე თითიჯერ დაუპირისპირდებიან.

0