პოლიციასთან შეტაკება და დაკავებები: ოპოზიციას პარლამენტთან კარვის გაშლა უნდოდა – ვიდეო

გამოწერა
სამოქალაქო ატივისტების ჯგუფმა პარლამენტთან კარვის გაშლა სცადა. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

ოპოზიციის მომხრეებმა პარასკევს, დღისით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. მომიტინგეები პარალელურად ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ.

ადგილზე გადაიტყორცნა პოლიციის ძალები. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაიწყო შეტაკებები, რაც, შსს-ს მონაცემებით, 10 ადამიანის დაკავებით დასრულდა. ამ დროისათვის ქალაქის ცენტრში სიწყნარეა, სატრანსპორტო გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0