დიდთოვლობა თბილისში: იშვიათი ქვეითები და ფრთხილი მძღოლები - ვიდეო

179
თბილისში თოვლი იშვიათი მოვლენაა. ქალაქი მყისიერად იცვლება, თუმცა არა მხოლოდ გარეგნულად. ქუჩებში გაცილებით ნაკლები ადამიანი დადის, გზებზე კი - ავტომობილები. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამოიყურება თოვლით დაფარული თბილისი

ამ კვირაში თბილისში ამინდი გაუარესდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ქალაქს მზე ანათებდა. ახლა ფანჯრებში კი თეთრად მოფენილი ქუჩები ჩანს. ტემპერატურა დაეცა - მაგრამ ყინვა მხოლოდ ღამით იქნება. დღის განმავლობაში კი თოვლი გადნება.

საქართველოს დედაქალაქი თოვლში უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა სიცივის გამო ქუჩებში ხალხი ნაკლებად გამოდის. რაც შეეხება გზებს - მძღოლებს სიფრთხილე მართებთ, რადგან თბილისში ყველა არ იყენებს ზამთრის საბურავებს და მეტიც, ზაფხულის საბურავებით სარგებლობენ, რომლებსაც უკვე ექსპლოატაციის ვადაც გასული აქვს.

 

179

როგორ გაყო სომხეთი ფაშინიანის განცხადებამ „ისკანდერების შესახებ“. რას ამბობენ რუსეთში

56
სომხეთის ოპოზიცია არ ნებდება და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას განაგრძობს

უკვე მეორე დღეა ერევანში თავისუფლების მოედანზე კარვებია გაშლილი. მომიტინგეებმა პარლამენტის შენობის წინ გაათენეს. ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილების ტალღამ პიკს მიაღწია ფაშინიანის განცხადების შემდეგ რუსული „ისკანდერების“ შესახებ. როგორ გაყო სომხეთის საზოგადოება ორ ბანაკად ოპერატიულ-ტაქტიკულ კომპლექსებზე საუბარმა? და გამოიყენებოდა თუ არა „ისკანდერები“ მთიან ყარაბაღში?

56

მაიმუნი ავტობუსში ქალს ადგილს უთმობს... შენ?

61
ბოლო რამდენიმე წელია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დიდი იშვიათობა გახდა ქალბატონებისთვის ადგილის დათმობა

მნიშვნელობა არა აქვს, ასაკოვანია ქალი თუ ფეხმძიმე, ახალგაზრდა მამაკაცები მათ დანახვაზე, უკეთეს შემთხვევაში, ან ტელეფონებში რგავენ თავებს, ან თვალებს მილულავენ და „იძინებენ“, უარესში კი ურცხვად და ჯიქურ ათვალიერებენ ფეხზე მდგომ ქალ–გოგონებს და აზრადაც არ მოსდით მათთვის ადგილის დათმობა.

ასეთებს აშკარად არ აწყენდათ ამ მაიმუნთან მასტერ-კლასის გავლა.

 

61
მამაკაცი პირბადით

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

0
საქართველოში შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე დადებითობის მაჩვენებელი კვლავ იკლებს. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში დაფიქსირდა

თბილისი,  28 თებერვალი – Sputnik. 28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0,89%-ს შეადგენს, ბოლო 14 დღის - 1,96%, ბოლო 7 დღის - 1,55%. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ჩატარდა 27.885 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18.814, PCR ტესტით - 9.071.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 248 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 129 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: 

იმერეთი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 17, აჭარა – 16, კახეთი – 16, შიდა ქართლი – 14, ქვემო ქართლი – 8, მცხეთა-მთიანეთი – 7, გურია – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.108 აქტიური შემთხვევაა.

1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 712, აჭარაში – 166, იმერეთში – 264.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 30, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში – 60, აჭარაში- 4, იმერეთში – 11.

171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 – თბილისში, 51 – აჭარაში, იმერეთში – ცხრა.

465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.510-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.114 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 525), გარდაიცვალა – 3.510  (ბოლო 24 საათში – 11).

კარანტინის რეჟიმშია 323, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 171 ადამიანი იმყოფება. 

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0