ოპოზიციამ პარლამენტთან ერთ დღეში სამი საპროტესტო აქცია გამართა ვიდეო

284
(განახლებულია 22:09 16.02.2021)
სამშაბათს პარლამენტის შენობასთან რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო მოვლენათა ადგილიდან.

თავდაპირველად პარლამენტის ზედა შესასვლელთან „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია-პერფორმანსი. დემონსტრანტები უნდობლობას უცხადებდნენ მმართველ პარტიას. მათ ასევე გააპროტესტეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის დეპუტატის ხელშეუხებლობის ჩამორთმევა.

პარლამენტთან ასევე მივიდა აქტივისტების ჯგუფი, რომელიც „მთავარი არხის“ თანამაფლობელის გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვდა და მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებდა.

მოგვიანებით პარლამენტთან მივიდნენ ელენე ხოშტარია და მისი მხარდამჭერები. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან ერთად მან მმართველი პარტიის დეპუტატებს „მისალოცი ღია ბარათები“ მიუტანა, რომელზეც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმოწერა იყო. ღია ბარათებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ კონკრეტულ დეპუტატებს სახელობით მოუმზადეს, რუსულად ეწერა Спасибо!

 

284

ცხოვრება 100 წლის შემდეგ როგორი იქნება სამყარო? ვიდეო

73
(განახლებულია 21:20 25.02.2021)
გსურთ გაიგოთ, თუ რა შეიცვლება100 წლის შემდეგ? მაშინ შემოთავაზებული ვიდეო თქვენთვისაა

ადამიანს აინტერესებს მომავალი – აინტერესებს, როგორი იქნება ცხოვრება 10, 20 და მეტი წლის შემდეგ; რა ტექნოლოგიები იარსებებს, რა მასალისგან დამზადდება ავტომობილები თუ სამოსი, როგორი იქნება არქიტექტურა...

 

73

თოვლი და ლიპყინული თბილისის გზებზე: მძღოლებს სიფრთხილე მართებთ - ვიდეო

1439
თბილისის ქუჩები თოვლით დაიფარა, დაბალი ტემპერატურის გამო კი გზები მოიყინა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ გამოიყურებოდა დედაქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ღამით

მძღოლებს ასეთ ამინდში მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. ლიპყინული და თოვლი გამოცდილი მძღოლებისთვისაც კი საშიშია, საქართველოში კი ზამთრის საბურავებს დიდი ნაწილი არ იყენებს და მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის საბურავებით გადაადგილდება.

ამიტომ ოთხშაბათს საღამოს ქალაქის სხვადასხვა წერტილებში უამრავი ავარია მოხდა. ღამით თბილისში -6 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 0 - +1, მოსალოდნელია თოვაც. კვირის ბოლოს კი კარგი ამინდია მოსალოდნელი.

 

1439
საერთაშორისო აეროპორტი „ვნუკოვო“

რუსეთის ქართულმა დიასპორამ პუტინს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა

0
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან თბილისში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო მოსკოვის ინიციატივით შეწყდა

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. რუსეთში ქართულმა დიასპორამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით მიმართა.

1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოფრენა შეუძლიათ როგორც ვაქცინაციის სერტიფიკატის, ისე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. მაგრამ ჯერჯერობით ეს შესაძლებელია მხოლოდ ტრანზიტული რეისებით, სხვა ქვეყნების გავლით, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის ზაფხულში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციების გამო შეწყდა.

რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტ პუტინის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში კორონავირუსულ ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად მისი მოქალაქეებისთვის თავის საზღვრებს სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის.

„ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის საქართველო, რომელიც 2021 წლის 1 მარტიდან მზად არის მიიღოს რუსეთის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში. გთხოვთ განიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა. ვიტოვებთ იმედს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უსწრაფესად აღდგება და განვითარდება“, - ნათქვამია წერილში.

საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის და ბელარუსის მოქალაქეები PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის ქონის შემთხვევაში ქვეყანაში მოხვედრას შეძლებენ. მაგრამ ეს არ ეხება სახმელეთო საზღვარს, სადაც ამ ეტაპზე კვლავ მოქმედი რეჟიმი რჩება.

0