ემოციური და ეფექტური "ვიდეობრძოლა" პოტენციურ მკვლელებთან, ანუ ნასვამ მძღოლებთან

გამოწერა
საერთაშორისო ორგანიზაცია We Save Lifes ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მეთოდი, რომელსაც მათ მიაგნეს, საოცრად ემოციური და ეფექტური აღმოჩნდა.

ორგანიზაციამ ერთ-ერთი ბარის საპირფარეშოში ხელსაბანთან ვიდეოეკრანი დაამონტაჟა, რომელიც მორიგი "ვიზიტორის" შესვლისას ირთვებოდა და…

ვიდეორგოლის მთავარი გმირი 32 წლის კრის კაუდილაა. 26 წლისა იყო, როდესაც ნასვამი მიუჯდა საჭეს და ავტოავარიაში ოთხი შვილის მამა მოკლა. 15 წელი აქვს მისჯილი და, როგორც თავად ამბობს, გამუდმებით ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელიც ავარიის გამო დაიღუპა. სურს ადამიანები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ საჭესთან მთვრალი დაჯდებიან.

"ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად ვსვამდი. მერე საჭესთან დავჯექი და ადამიანი მოვკალი. ის პოლიციელი იყო, ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი. ახლა ის ჩემ გამო თავის ოჯახთან აღარ არის. მე გავაკეთე არჩევანი და დავლიე, მე გავაკეთე არჩევანი და საჭესთან დავჯექი. თქვენ არ უნდა გააკეთოთ მსგავსი არჩევანი. კარგად ჩაიხედეთ სარკეში. დღეს დაჯდებით საჭესთან?" — ასე მიმართავს კაუდილა უკვე გვარიანად შემთვრალ მამაკაცებს და ისინიც…

თუმცა, ჯობს ეს თავად ნახოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0