აშშ შეცდა: ნოვაკმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ თითქმის მზადაა

56
(განახლებულია 15:23 16.02.2021)
შეერთებულმა შტატებმა არასწორი გათვლა გააკეთა. მიუხედავად ვაშინგტონის სანქციებისა და წნეხისა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა 95%-ით შესრულებულია.

პროექტის მზადყოფნას ასეთი შეფასება მისცა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის აზრით, გაზსადენის პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, რადგან მისი მონაწილეები ამით დაინტერესებული არიან. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიაზრებს გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბომეტრი გაზია. პროექტში მონაწილეობენ რუსული „გაზპრომი“ და სხვა ევროპული კომპანიები. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს აქტიურად ეწინააღმდეგება აშშ. რატომ ცდილობს ვაშინგტონი ჩაშალოს გაზსადენის მშენებლობა ნოვაკის აზრით – ნახეთ ვიდეოში.

56

ანტი-კომენდანტი: აქცია კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

71
შაბათს თბილისის საკრებულოს შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. დაწვრილებით - Sputnit-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეებს შორის ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც გასართობი დაწესებულებეის გახსნასა და საკომენდანტო საათის გაუქმებას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანის ბანერზე ეწერა „ანტი-კომენდანტი“.

აქციაში ასევე მონაწილეობდნენ მომღერლები, მუსიკოსები, ტურისტული სფერს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის პარტია „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორის აქტივისტები.

აქცია თავდაპირველად უშუალოდ საკრებულოს შენობასთან დაიწყო, მოგვიანებით დემონსტრანტებმა ბანერებიანად წრიულ კუნძულზე წმინდა გიორგის ქანდაკების ძირში გადაინაცვლეს. მიტინგის დროს სატრანსპორტო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა არ გადაკეტილა. საავტომობილო მოძრაობას ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

 

71

როგორი იქნებოდა ჩვენი სამყარო, დედამიწა რომ ბრტყელი ყოფილიყო? - შემეცნებითი ვიდეო

39
(განახლებულია 14:07 06.03.2021)
ინტერნეტ-სივრცეში ხშირად წააწყდებით დედამიწის სიბტყელის შესახებ ხუმრობებსა თუ სერიოზული თეორიებს, რომლებსაც დღეისათვის უამრავი მიმდევარი ჰყავს

Flatearther-ებს (ბრტყელი დედამიწის თეორიის მხარდამჭერები) ნამდვილად მდიდარი ფანტაზია აქვთ, მათი აზრით ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო სამყაროს რეალობას უმალავს.

ისინი რომ მართლები ყოფილიყვნენ, ხეები დიაგონალურად გაიზრდებოდა, მზის დაბნელება კი განსხვავებული სანახაობა იქნებოდა. ასევე, მათი თქმით, მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო და არა პირიქით. თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია.

ვიდეოში იხილავთ, როგორი იქნებოდა სამყარო, თუ კი დედამიწა მართლად ბრტყელი იქნებოდა.

39
საპატრულო პოლიცია

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2020 წელს

0
(განახლებულია 09:12 07.03.2021)
დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ რუსეთის, თურქეთის და ნიდერლანდების თითო მოქალაქეს. აქედან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. საქართველოში 2021 წლის იანვრის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, აქედან 2020 წელს დაიკარგა 42 ადამიანი, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.

უწყების მონაცემებით, 2020 წელს სულ დაიკარგა 126 ადამიანი, აქედან 69 ცოცხალი იპოვეს, 15 - გარდაცვლილი. პოლიცია დღემდე ვერ ახერხებს 42 ადამიანის მოძებნას, მათ შორის 6 ბავშვია.

დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მაგრამ 2020 წელს ასევე ეძებდნენ და იპოვეს რუსეთის ერთი მოქალაქე, თურქეთის ერთი მოქალაქე და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე. ამასთან თურქეთის და ნიდერლანდების მოქალაქეები გარდაცვლილები იპოვეს. დღემდე მიმდინარეობს ყაზახეთის ერთი და პოლონეთის ერთი მოქალაქის ძებნა.

საქართველოს შსს ძებნას 1973 წლიდან ახორციელებს, იმ დროიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა 6.097 და უკვე მოძებნილია 5.097 ადამიანი.

0