სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრის დასაკავებლად თბილისში – ვიდეო

გამოწერა
ფონიჭალაში ნარკომოვაჭრის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

ტერიტორია, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ამჟამად ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და ცენტრალური კრიმინალური პოლიცია. 

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
სპეცოპერაცია ფონიჭალაში: დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკები, ჩხრეკა გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, ამოღებულია 10 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

ნარკოდანაშაულისათვის დაკავებულია ერთი ადამიანი. პოლიციამ ასევე დააკავა ეჭვმიტანილის და – დაუმორჩილებლობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0