სუპერგმირების აქცია-პერფორმანსი კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

142
ტურისტული სფეროს წარმომადგენლებმა, ზამთრის კურორტების მოყვარულებმა, მუსიკოსებმა და ანიმატორებმა პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გამართეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს მალე მოიხსნას შეზღუდვები, რომლებიც ტურისტული და გასართობი სფეროების მუშაობას უშლის ხელს. ბიზნესის ეს მიმართულებები პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

ტურისტების არყოფნამ დიდი ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას. დაზარალდნენ მომღერლები, ანიმატორები და მუსიკოსებიც, რადგან მასობრივი თავშეყრა აკრძალულია.

 

142

თბილისში რკინიგზის სადგურზე ავზს ცეცხლი მოეკიდა - ვიდეო

32
(განახლებულია 19:50 01.03.2021)
თბილისი რკინიგზის სადგურზე მაზუთის ავზს ცეცხლის წაეკიდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

„საქართველოს რკინიგზას“ ისანი-სამგორის რაიონში მომხდარი ხანძრისგან მინიმალური ზარალი მიადგა. იქ ძველი ავზი აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენები იყო. მაგრამ ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი იმდენად დიდი იყო, რომ ლამის ქალაქის ცენტრიდანაც კი ჩანდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. აალების მიზეზები დგინდება. 

32

მოძრაობამ „საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა ვიდეო

33
(განახლებულია 20:07 01.03.2021)
მოძრაობის „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს პარლამენტთან მოწყობილი კარვების ქალაქიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე.

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა.

დემონსტრანტების თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ის განაგრძობს ქვეყანაში პროცესების მართვას და მსვლელობით სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი.

 

33
შარლ მიშელი

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

11
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

11