პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავა - ვიდეო

70
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ა.ლ. ბათუმში, დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს

გამოძიებით დადგენილია, რომ ძებნილი პირი საქართველოში 2020 წლის იანვრიდან იმყოფება.

რუსეთის ფედერაციამ ა.ლ.-ზე ძებნა ეროვნულ დონეზე 2020 წლის 19 აგვისტოდან გამოაცხადა, ხოლო 2020 წლის 9 ნოემბრიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მასზე საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით გამოცხადდა.

აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 126-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 163-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (8 ეპიზოდი) და 241-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებისთვის, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნას და მართვას, ადამიანის გატაცებას, მუქარით გამოძალვას, ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით პროსტიტუციის ორგანიზებას, პროსტიტუციაში არასრულწლოვნების ჩართვას, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას, ასევე, საშუალო სიმძიმის სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებული პირი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

70

სამყარო მუსიკის გარეშე: როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? - შემეცნებითი ვიდეო

10
გიყვართ მუსიკა და სიმღერა? წარმოგიდგენიათ სამყარო მათ გარეშე? ალბათ ჩვენი ცხოვრება საშინლად მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა

წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს არანაირი მელოდია, არანაირი რიტმი, საერთოდ არაფერი, რაც ადამიანის ყურს ასე ძალიან სიამოვნებს, სხეული კი მას, ხანდახან, ძალაუნებურად ყვება რიტმულად.

მუსიკის გარეშე არ იარსებებდა უამრავი კულტურა, ადამიანებს არ ეცოდინებოდათ ცეკვა და სიმღერა, ფილმები კი მეტისმეტად მოსაწყენი და ნაკლებად სანახაობრივ იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო სულ სხვაგვარად განვითარდებოდა.

რატომ შექმნა ადამიანმა მუსიკა? აქვს თუ არა მას გავლენა ჩვენს ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე? რა დატვირთვა აქვს მუსიკას ჩვენს ყოველდღიურობაში? ამ ყველაფერზე პასუხს ვიდეოდან მიიღებთ.

10

ძლიერი მიწისძვრა და ნგრევა საბერძნეთის თესალიაში ვიდეო

63
(განახლებულია 15:45 04.03.2021)
ოთხშაბათს ცენტრალურ საბერძნეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც სოფელ დამასში და მთელ თესალიის რაიონში შენობების ნგრევა მოჰყვა.

რეგიონში ასობით შენობას მიადგა სერიოზული ზიანი, ზოგიერთი მათგანი მთლიანად დაინგრა. ხელისუფლება საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, სანამ საბერძნეთის სამხედრო ძალები კარვებს შლიან.

დამასში მოსახლეობა ფეხბურთის სტადიონზე შეიკრიბა ახალი ბიძგების საშიშროების გამო.

„მე მინდორში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი, მადლობა ღმერთს, სახლიდან ბაღში გავიდა, ჩვენი შვილებიც სკოლაში იყვნენ და ისინი გადარჩნენ. შეშინებული სახლისკენ გავემართე, როდესაც მივუახლოვდი, გარშემო მტვრის ღრუბელი დავინახე და შევემზადე იმისთვის, რაც შეიძლებოდა მენახა“, – იხსენებს ადგილობრივი მკვიდრი.

სერიოზულად დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.

63
გურამ კაშია

გურამ კაშია 11 წლის შემდეგ კვლავ საქართველოში ითამაშებს

0
(განახლებულია 15:06 04.03.2021)
გურამ კაშიამ თბილისის „ლოკომოტივთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს საქართველოს ვიცე-კაპიტანი ამერიკული „სან ხოსეს“ ღირსებას იცავდა.

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Капитан сборной Грузии по футболу Гурам Кашия
გურამ კაშია

გურამ კაშიამ ამერიკული „სან ხოსედან“ წამოსვლის შემდეგ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი „ლოკომოტივთან“ ერთად გაატარა და ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ცენტრალურმა მცველმა „რკინიგზელებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაშია თბილისელთა რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

გურამ კაშიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ცენტრალური მცველი „დინამოს“ ღირსებას 2006-2010 წლებში იცავდა და გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. კაშია 2010-18 წლებში არნემის „ვიტესში" გამოდიოდა, და იყო გუნდის კაპიტანი. გურამი „ვიტესთან" ერთად ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა. ბოლო სამი სეზონი კი მცველმა MLS-ის „სან ხოსეში“ გაატარა.

0
თემები:
სპორტის ამბები