ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთის გრან-პრიზე

53
(განახლებულია 20:56 19.01.2021)
ანრი დელანის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენებმა ფენომენალური შედეგი დააფიქსირეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ცხრა მედლის მოპოვება შეძლო. მათგან ოთხი ოქროს მედალია, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოსი.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველო ხუთმა სპორტსმენმა წარმოადგინა. მათგან სამმა მედალი მოიპოვა.

53

პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ: ქუთაისის ცენტრში მიტინგზე ათასობით ადამიანი მივიდა

62
(განახლებულია 22:37 14.04.2021)
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 14 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. მათ აქცია ასევე გამართეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საკუთარი მხარდამჭერების გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებიც პოლიციამ დააკავა.

ოთხშაბათს ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაიკეტა – აქციის მონაწილეები, რომელთა რაოდენობაც რამდენიმე ათასია, აქ მთელი ღამის გათენებას აპირებენ.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: თურქულმა სამშენებლო კომპანია ENKA-მ უნდა დატოვოს მდინარე რიონის ხეობა, ჰესის მშენებლობა კი უნდა შეჩერდეს. ბოლო დღეების განმავლობაში აქტივისტებმა მშენებლობის მახლობლადაც გამართეს აქციები.

ოთხშაბათს საპოლიციო რკინის ჯებირების გამო, რომლებიც ნამახვანისკენ მიმავალ გზაზე აღიმართა, აქციის მონაწილეებმა ვერ შეძლეს სოფელში შეღწევა და ქუთაისის ცენტრში გადაინაცვლეს.

62

ბრაკონიერებისგან გადარჩენილი ლომისა და ზედამხედველის შეხვედრა ვიდეო ნამდვილ სიყვარულზე

54
(განახლებულია 19:29 14.04.2021)
ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მტაცებელსაც ისევე შეუძლია მთელი გულით ადამიანის შეყვარება, როგორც შინაურ ცხოველებს, ან თუნდაც თავად ადამიანს...

ვიდეო გამოქვეყნდა პორტალზე Reddit, სადაც პოსტის ავტორი წერდა, რომ პატარა ბოკვერი ბრაკონიერებისგან იხსნეს და ნაკრძალში გადაიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან საკუთარი ზედამხედველი, რომელიც მას უვლიდა და პატრონობდა. მას შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრებად იქცნენ.

54
შეყვარებული წყვილი

15 აპრილს საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ

0
(განახლებულია 12:05 15.04.2021)
თავდაპირველად ეს დღე „ვალენტინობის“ ალტერნატივად დაწესდა, თუმცა ქართველი შეყვარებულები სიყვარულის დღეს უკვე წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ეს დღესასწაული საქართველოში უკვე ოცდამესამედ აღინიშნება. 

სიყვარულის დღედ 15 აპრილი საქართველოში 1993 წელს დაწესდა ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილი მისი ინიციატორის დაბადების დღეც არის და მან ეს დღესასწაული თავის საყვარელ მეუღლეს — მაიას მიუძღვნა. 

ქართული სიყვარულის დღე შეიქმნა როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა, თუმცა ქართველ შეყვარებულებს ეს ხელს არ უშლის, რომ ორივეჯერ აღნიშნონ სიყვარულის დღესასწაული. 

ტრადიციულად ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს რომანტიკულ საჩუქრებს ჩუქნიან. 

საინტერესოა, რომ 15 აპრილს სიყვარულის დღეს ასევე აღნიშნავენ ყაზახეთში, სადაც ეს დღესასწაული 2011 წელს დაწესდა. 

0