ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.
თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. პოლიციამ მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრა ტერიტორია და დაიწყო სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე ჩავიდა, რომელიც საპოლიციო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა.
სამართალდამცველების მხრიდან გ.მ.-სთან რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, უვნებლად გათავისუფლდნენ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი მოქალაქეები, რომლებიც პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა.
მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
რვაწუთიან ვიდეოში სხვადასხვა სიუჟეტი მოხვდა: ექსტრემალური ტრიუკები, ეფექტური ცეკვები, ხელის თხოვნა და სხვა ისეთი სცენები, რომლებმაც მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.
ბერჟერონის თქმით, ვიდეორგოლის დამზადებაზე 280 საათი დაიხარჯა. საინტერესო რგოლის მოსაძებნად რეჟისორს კვირაში 40 საათი სჭირდებოდა.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობიდან დაიწყეს და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან განაგრძეს, საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის ჩატარების საბაბი გახდა ოპოზიციური ტელეარხის, „ТV პირველის“ ეთერში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები. მასში, სავარაუდოდ, ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.
„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარება რჩება, მაგრამ სანამ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რომელიც ამ საშინელების და ძალადობის ერთ-ერთი ავტორია“, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მომღერალ ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში დუბაიში გამგზავრების ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ასაჯაროებს. წყვილი, სავარაუდოდ საიდუმლო ქორწინების შემდეგ, თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრა.
ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ოჯახი ამას მალავდა. ის მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.
მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იანვარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.
როგორც ჩანს, თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს. მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.
ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.