„ხელისუფლებას სურს, ხალხს ეშინოდეს“: რა განაცხადა ლატვიაში დაკავებულმა ლინდერმანმა

26
პროექტის #Своихнебросаем ფარგლებში ახალი ამბების სააგენტო RT გაესაუბრა ჟურნალისტს და საზოგადო მოღვაწეს, ვლადიმერ ლინდერმანს. დაწვრილებით - ვიდეოში იხილავთ

ჟურნალისტი ვლადიმერ ლინდერმანი თანამშრომლობს Baltnews.lv-თან და Sputnik-ლატვიასთან. 2020 წლის 3 დეკემბერს ის და კიდევ რამდენიმე რუსულენოვანი ჟურნალისტი დააკავეს ლატვიის ძალოვნებმა, ასევე ჩაატარეს ჩხრეკა.

როგორც სპეცსამსახურებში აცხადებენ, კორესპონდენტებმა ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი დაარღვიეს. ლინდერმანის თქმით, ამ აქციის მიზანია ლატვიაში ჟურნალისტების დაშინება, რათა მათ უარი თქვა რუსულ მედიაზე მუშაობაზე.

26
თემები:
რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროება ბალტიისპირეთში (49)

პოლიციამ „წითელი ხიდის“ საბაჟო–გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა ვიდეო

25
(განახლებულია 21:12 22.01.2021)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ა. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.

25

გელათის მონასტრის დაზიანებული დროებითი გადახურვა ისევ აღადგინეს ვიდეო

24
(განახლებულია 17:15 22.01.2021)
გელათის დროებითი გადახურვის დაზიანებული ნაწილი აღდგენილია. დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე გადახურვის სამუშაოები 2018-19 წლებში ჩატარდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უხარისხოდ.

თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.

მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორ კომპანიას ფულადი სანქციები დააკისრა. 

24
ლლოიდ ოსტინი

პირველად აშშ-ის ისტორიაში: პენტაგონის შეფი აფროამერიკელი გახდა

17
(განახლებულია 21:19 22.01.2021)
აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, პენტაგონს აფროამერიკელი ჩაუდგა სათავეში და ასევე პირველად - ქალი გახდა ეროვნული დაზვერვის დირექტორი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.

​თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.

ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.

მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში,  მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.

2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

17
თემები:
საერთაშორისო პანორამა