ზულუსების ენაზე სიტყვა „შოშოლოზა“ ნიშნავს წინ მიმავალს, სხვებისთვის გზის გამკვალავს.
სიმღერამ მსოფლიო პოპულარობა 1995 წელს მოიპოვა, როდესაც სამხრეთაფრიკულმა რაგბის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ნახეთ, როგორ ასრულებს გორის ქალთა კამერული გუნდი აფრიკულ „შოშოლოზას“, და შეადარეთ ის თავად აფრიკელების ნამღერს.
დაკავებულს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული 119,21 გრამი ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”.
თუნუქის სახურავზე ხარვეზებით ჩატარებული სამუშაოები სფეროს სპეციალისტთა შორის დისკუსიას გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში განხილვის თემადაც იქცა. იმ კომპანიების გარდა, რომლებიც შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, კრიტიკის თემაა თავად დროებითი გადახურვის პროექტიც.
მომავალი გართულებების და კომპლექსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სფეროს სპეციალისტები პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. არაჯეროვნად ჩატარებული სამუშაოებისთვის კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელ ორ კომპანიას ფულადი სანქციები დააკისრა.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი ამ ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს, მიუხედავად მედიაში გავრცელებული ხმებისა, ნათქვამია IPC-ის განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ თამაშების გაუქმების შესახებ შეუთანხმებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე კონცენტრირდება. იაპონიის მთავრობის გენერალური მდივნის მოადგილემ მანაბუ საკაიმ უარყო ეს ინფორმაცია.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC), IPC, საორგანიზაციო კომიტეტი „ტოკიო 2020“ და ყველა პარტნიორი განწყობილია თამაშების წარმატებით ჩატარებაზე და ორიენტირებულია ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების უსაფრთხო და საიმედო ორგანიზებაზე. ეს პოზიცია არ შეცვლილა და დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა IOC-მა, „ტოკიო 2020-მა“ და იაპონიის მთავრობამ“, — ნათქვამია IPC -ის განცხადებაში.
თავის მხრივ, ოლიმპიური თამაშების მინისტრმა სეიკო ჰასიმოტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა, საორგანიზაციო კომიტეტი და ტოკიოს ხელისუფლება განაგრძობს სპორტული ფორუმისთვის მზადებას.
ამასთან, ზოგი მაღალი რანგის იაპონელი ჩინოვნიკი არ გამორიცხავს თამაშების გადადებას. ოსაკას პრეფექტურის გუბერნატორმა იოსიმურა ჰიროფუმიმ განაცხადა, რომ ოლიმპიადის გადადება არ სურთ, მაგრამ „გადატანა რეალურია“.
ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.