ბიზონი თავის ნაშიერთან ერთად მგლების ხაფანგში აღმოჩნდა, თუმცა მათ გაქცევა შეძლეს - ვიდეო

87
(განახლებულია 18:37 12.01.2021)
ველური ბუნება სავსეა სიურპრიზებით, შესაბამისად, ცხოველებს ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის ასრულება.

არათანასწორ ბრძოლაში მდედრი ბიზონი ჭკვიანურად მოქცევას ცდილობს და გამართლების შედეგად მათი ოჯახი უვნებელი რჩება.

კადრებში ჩანს, როგორ ესევიან მგლები ოთხ ბიზონს და მათ ნაშიერებს. დიდმა ცხოველებმა საკუთარი სხეულით დაიწყეს პატარების დაცვა, რამაც მგლებს დასახული მიზნის მიღწევა გაურთულა. ერთ ბიზონთან გამკლავება ოთხ მგელსაც კი უჭირს, აქ კი მათ რამდენიმე ერთად შეხვდათ.

ამ შემთხვევაში მგლებს მხოლოდ ერთი პატარა ბიზონის მონადირება სურთ, მისი ზომა საკმარისია რამდენიმე მტაცებლის დასანაყრებლად. ამიტომ მგლები ერთ მსხვერპლს ირჩევენ და ეწევიან მას, რის გამოც მისი დედა ჩერდება, დანარჩენი ცხოველები კი გარბიან.

ახლა სამ მგელს მოუწევს როგორღაც გაუმკლავდეს მდედრ ბიზონს, რომელიც მზადაა სიცოცხლე დათმოს შვილის გადასარჩენად. მგლები ფრთხილად ცდილობენ ხელსაყრელი მომენტის პოვნას. დედა-შვილის გადარჩენის ერთადერთი გზა კი ტყეში გაქცევაა.

 

87

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

64
არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა თბილისში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეოში

საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

64

„ჩრდილოეთის ნაკადი - 2“: აშშ ევროპულ კომპანიებს ახალი სანქციებით ემუქრება

83
აშშ ევროპულ კომპანიებს „ჩრდილოეთი ნაკადი - 2-ის“ გამო სანქციებით ემუქრება. უახლოეს დღეებში სახელმწიფო დეპარტამენტმა უდნა გამოაქვეყნოს იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც, მათი აზრით, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ

ეს საწარმოები ამერიკის ახალი შეზღუდვების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ რუსეთიდან გაზით მოამარაგებს ევროპას ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით. მისი გამტარობა წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. აშშ-მა არაერთხელ დაუწესა სანქციები პროექტს, რათა მისი რეალიზება ვერ მოხერხებულიყო. რუსეთსა და ევროპაში მიიჩნევენ, რომ ამ ფორმით ამერიკელები ევროკავშირს საკუთარ უფრო ძვირ გაზს შესთავაზებენ.

83
არმინ ლაშეტი

გერმანიაში მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს

0
(განახლებულია 19:05 16.01.2021)
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება და უახლოეს თვეებში გერმანიაში მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. გერმანიის ქრისტიან‑დემოკრატიული კავშირის (CDU) ახალი თავმჯდომარე 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა.

„არმინ ლაშეტის სასარგებლოდ მიღებულია 521 ხმა, ფრიდრიჰ მერცის - 466. ამგვარად, არმინ ლაშეტი არჩეულია, მან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო“, - განაცხადა CDU-ს წარმომადგენელმა.

ლაშეტი ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი (ბავარიის შემდეგ) და მჭიდროდ დასახლებული ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრია. ყრილობაზე წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსენსუსის პოლიტიკას, გერმანიის საზოგადოების გაერთიანებას, წარმატებულად მიიჩნევს კანცლერ ანგელა მერკელის პოლიტიკას და მზად არის ის გააგრძელოს.

დღევანდელი ონლაინ კენჭისყრის შემდეგ, CDU-ს ყრილობის დელეგატებმა, კანონის თანახმად, წერილობით უნდა დაადასტურონ თავიანთი ნება. ამ წერილობითი განცხადებების შედეგები 22 იანვარს გამოქვეყნდება.

ბუნდესტაგის არჩევნები, რომლის შედეგადაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, 26 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელმა უკვე განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკას დატოვებს. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება საარჩევნო სიის სათავეში CDU/CSU-ს კონსერვატიული ალიანსიდან და, შესაბამისად, კანცლერის კანდიდატი გახდება, მიიღება ორი პარტიის კონსულტაციების შემდეგ. (CSU - ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი - რედ.) სავარაუდოდ, ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

0