უნდა აღინიშნოს, რომ ბუმბულებით მოფენილი სახლი მშვენივრად გამოიყურება, თუმცა მისი დალაგება ნამდვილად ძალიან რთულია.
კადრებში ჩანს, როგორ ჩადის მამაკაცი მეორე სართულიდან პირველზე და აწყდება ბუმბულებით დაფარულ იატაკს, რაზეც გაკვირვებას გამოხატავს.
შემდეგ მამაკაცი მიდის მარცხნივ და გვიჩვენებს სასტუმრო ოთახს, სადაც ასევე უამრავი ბუმბულია მოფანტული. შემდეგ კი აწყდება ძაღლს, რომელსაც ბალიში უჭირავს, უფრო სწორად, ის, რაც ბალიშისგან დარჩა. პატრონის გაბრაზების პასუხად ის ყეფას იწყებს და გარბის.
პატრონი მას მიჰყვება და აღმოაჩენს ასევე ბუმბულებით მოფენილ სამზარეულოს, რა დროსაც ძაღლი გაქცევას გადაწყვეტს, ვიდეოს ავტორი კი მას უყვირის: "სწორია, ჯობს გაიქცე!"
ლატვიაში შვიდი რუსულენოვანი ჟურნალისტის წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მედიასაშუალება „როსია სეგოდნიასთან“ თანამშრომლობის გამო. ლატვიის სპეცსამსახურების მტკიცებით, კორესპონდენტებმა დაარღვიეს ევროკაშვირის სასანქციო რეჟიმი.
ალა ბერეზოსვსკაიას თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიღებული ზომები მასმედიის წარმომადგენლებზე ზეწოლაა.
ლატვიაში შვიდი რუსულენოვანი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა Россия сегодня–სთან თანამშრომლობის გამო. როგორც სპეცსამსახურები ირწმუნებიან, კორესპონდენტებმა ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი დაარღვიეს.
იაკოვლევის თქმით, ეს რეპრესიული მეთოდებია, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ზღუდავს. რა განუცხადა ტელეარხ RT–ს ანდრეი იაკოვლევმა, იხილეთ ვიდეოში.
თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში 3 250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა.
ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ძირითადად გლდანის გლდანის პირველ, მეორე და „ა“ მიკრორაიონების მცხოვრებლებს შეუწყდათ. კომპანია აქვეყნებს ყველა იმ მისამართს, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და 20:00 სთ-მდე დასრულდება.