(222:55 / 2230.67Mb / просмотров видео: 60)

ავიკატასტროფა ჯაკარტაში: პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია აეროპორტიდან

129
ინდონეზიის ავიაკომპანია SRIWIJAYA AIR-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა - ნაპოვნია ხომალდის ნამსხვრევები და ნეშტების ნაწილები. იხილეთ პირდაპირი ტრანსლაცია ჯაკარტის აეროპორტიდან

მანამდე ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამმართველოს წარმომადგენელმა იუსუფ ლატიფმა დაადასტურა, რომ ჯაკარტის აეროდრომიდან აფრენილ Boeing 737-500-თან, რომელიც ავიაკომპანია Sriwijaya Air-ს ეკუთვნოდა, კავშირი იყო გაწყვეტილი.  

სერვის Flightradar24-ის ცნობით, ლაინერმა აფრენიდან 4 წუთში განიცადა კატასტროფა.

129

საპროტესტო აქცია პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ თბილისში

46
(განახლებულია 21:15 26.01.2021)
სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ახალი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობდა.

კვირის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მომხრეები აკრძალვებსა და შეზღუდვებს აპროტესტებენ, რომლებიც ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

46

ამერიკელების მიერ საბჭოთა საქართველოში გადაღებული პირველი რეკლამა

51
(განახლებულია 20:13 26.01.2021)
ცოტამ თუ იცის, რომ იოგურტის მწარმოებელ ამერიკულ კომპანია „დანონს“ შორეულ 1977 წელს საბჭოთა საქართველოში რეკლამა გადაუღია.

საოცარია, მაგრამ სწორედ ამ სარეკლამო კამპანიას უთამაშია მნიშვნელოვანი როლი „დანონის“ გაყიდვებში და კომპანიისთვის უზარმაზარი მოგებაც მოუტანია.

უფრო მეტიც, 1996 წელს სარეკლამო რგოლი, რომელსაც აქ გთავაზობთ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რეკლამას შორის დაუსახელებიათ.

როგორც ჩანს, მას რაღაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს დასავლური სამყაროსთვის, ვინაიდან არც 2015 წელს გამორჩენიათ რეიტინგის შემდგენლებს და ამჯერადაც მოხვედრილა საუკეთესო სარეკლამო რგოლების ასეულში — 89-ე ადგილზე.

 

51
აქცია კომენდანტის საათის დროს

თბილისში კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა

22
შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დედაქალაქში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენას, ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნას, ზამთრის კურორტებისა და ბაზრობების გახსნას ითხოვენ

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. თბილისში პარლამენტის შენობასთან კოვიდ-შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია „მოძრაობა საქართველოსთვის“. მოძრაობის წევრებმა საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გააპროტესტეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია დაანონსეს. მათი განცხადებით, ოთხშაბათს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია ქუთაისში გაიმართება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ გამოსული აქციის მონაწილეები ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ხოლო სხვა აკრძალვები შემსუბუქდა, პროტესტის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს. ეპიდემიოლოგები მათ ეწინააღმდეგებიან – სპეციალისტების აზრით, ყველა შეზღუდვის ერთდროულად მოხსნა ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.

22